აქედან ერთ-ერთი დრაფტის პირველი ნომერი ენტონი ბენეტია. ასევე, ხელშეკრულებები გაფორმდა კერიკ ფელიქსთან და რუს სერგეი კარასიოვთან.
ბენეტთან დაიდო ახალბედას გარანტირებული ოთხწლიანი კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც, კალათბურთელი 22.8 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. კარასიოვისა და ფელიქსის ხელშეკრულებების დეტალები უცნობია. რუსი წლევანდელი დრაფტის მე-19 ნომერი იყო, ფელიქსი კი "კავალერებმა" 33-ე ნომრად აირჩიეს.
* * *
მძიმე ფორვარდმა ჯოშ ჰარელსონმა კონტრაქტი გააფორმა "დეტროიტ პისტონზთან". ხელშეკრულება ორწლიანია და ის "1+1" სისტემით არის შედგენილი.
გასულ
ჩინეთის ჩემპიონატამდე ჰარელსონმა პუერტო რიკოს ლიგაშიც მოსინჯა ძალები, უფრო ადრე კი ექვსი მატჩი ჩაატარა "მაიამი ჰიტის" რიგებში. 2011-12 წლების სეზონში ფორვარდმა 37 შეხვედრა გამართა "ნიუ იორკ ნიქსის" მაისურით და საშუალოდ მატჩში 4.4 ქულა და 3.9 მოხსნა მიითვალა.
* * *
ცენტრმა ლარი სანდერსმა თავის "ტვიტერზე" დაწერა იმის შესახებ, რომ კონტრაქტი გაახანგრძლივა "მილუოკი ბაქსთან".
ადრე იტყობინებოდნენ, ახალი ხელშეკრულება ოთხწლიანი იქნებოდა, რომლის მიხედვითაც, 24 წლის კალათბურთელი 44 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. კონტრაქტი მომავალი სეზონიდან შევა ძალაში.
გასულ რეგულარულ ჩემპიონატში სანდერსმა მყარად დაიკავა ადგილი სასტარტო ხუთეულში. ის საშუალოდ 9.8 ქულას, 9.5 მოხსნასა და 2.8 დაფარებას აგროვებდა.
* * *
ახალი სეზონისთვის კალათბურთელი დაიმატა "პორტლენდ თრეილ ბლეიზერსმა". როგორც RealGM იუწყება, გუნდის შემადგენლობა შეავსო გამთამაშებელმა დი ბოსტმა.
23 წლის პლეიმეიკერმა ოთხი სეზონი გაატარა მისისიპის შტატის უნივერსიტეტის გუნდში და იქ საშუალოდ 15.8 ქულასა და 5.6 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. გასული სეზონი მან ევროპაში, "ბუდუჩნოსტის" შემადგენლობაში გაატარა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"