NBA-ს პროფკავშირს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეთა პროფკავშირების ახალ პრეზიდენტად აირჩიეს "ლოს ანჯელეს კლიპერსის" გამთამაშებელი კრის პოლი, - წერს ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი.

ოთხშაბათს ლას ვეგასში გაიმართა პროფკავშირების სხდომა, სადაც შედგა კენჭისყრა.

ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო გამთამაშებელმა პრეზიდენტის პოსტზე შეცვალა "ოკლაჰომას" ვეტერანი მოთამაშე დერეკ ფიშერი, რომლის ბოლოდროინდელმა მოღვაწეობამ სერიოზული კრიტიკა გამოიწვია, განსაკუთრებით, NBA-სთან ახალ კოლექტიურ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დროს.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ პროფკავშირების პირველ ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს როჯერ მეისონი, რომელმაც ჯერი სტეკჰაუსი შეცვალა.

შეგახსენებთ, რომ პროფკავშირების პრეზიდენტად კენჭისყრას აპირებდა "მაიამი ჰიტის" ლიდერი ლებრონ ჯეიმსი, მაგრამ
მან ბოლო მომენტში გადაიფიქრა და არ წამოაყენა თავისი კანდიდატურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული