ყველაზე საყვარელი კობი ბრაიანტი

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდი წერს იმის შესახებ, რომ "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მცველმა კობი ბრაიანტმა გაიმარჯვა ლიგის ახალწვეულების ტრადიციულ გამოკითხვაში, რომელიც ყოველი სეზონის წინ იმართება.

ამ გამოკითხვაში ლიგის დებიუტანტები ასახელებენ საყვარელ მოქმედ კალათბურთელს. 35 წლის ბრაიანტს ხმა მისცა გამოკითხულთა 21.2-მა პროცენტმა.

მეორე ადგილზე გავიდა "მაიამი ჰიტის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი, რომელიც NBA-ს ახალბედათა 15.2 პროცენტის საყვარელი კალათბურთელია.

მესამე ადგილი გაიყვეს "ოკლაჰომასა" და "დალასის" ლიდერებმა - კევინ დურანტმა და დირკ ნოვიცკიმ (12.1 პროცენტი).

"ბრუკლინის" ცენტრის - კევინ გარნეტისა და "კლიპერსის" გამთამაშებლის -
კრის პოლის სასარგებლოდ ხმა მისცა 9.1-მა პროცენტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული