ამ მომენტისთვის, საწვრთნელი ბანაკების გახსნამდე თვეზე ნაკლებია დარჩენილი და როუზი თავის პირად მწვრთნელებთან მუშაობს. გუნდის ლიდერის მდგომარეობის შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია "ჩიკაგოს" მთავარი მწვრთნელისთვის ტომ ტიბოდოსთვის, ამიტომაც ის ლოს ანჯელესში ჩავიდა, რათა პირადად დასწრებოდა შარშანწინდელი MVP-ის ვარჯიშს.
"როუზი ამჟამად მუშაობს ხტომებზე და მარცხენა მხრიდან ფარქვეშ შესვებზე. საერთო ჯამში, ის ცუდად არ გამოიყურება და
ის სხვების მხარდამხარ სრული დატვირთვით ივარჯიშებს და ითამაშებს, - ამბობს ტიბოდო. - უნდა ითქვას, რომ ზაფხულის ვარჯიშებმა მასზე დადებითი გავლენა იქონია. ის გაცილებით დამაჯერებლად გამოიყურება მოედანზე და აშკარაა, რომ მუხლის ტრავმა აღარ აწუხებს".
ჯონსონი ჩინეთში წავიდა
ფორვარდი აივენ ჯონსონი ბევრს ეცადა კლუბი მოეძებნა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, მაგრამ არც ერთმა გუნდმა მასთან კონტრაქტი გაფორმება არ მოისურვა. ამიტომაც, კალათბურთელი ჩინეთის ჩემპიონატში გაემგზავრა სათამაშოდ.
ეგზოტიკურ ლიგებში თამაში მისთვის ახალი არ არის. წინა წლებში ჯონსონი გამოდიოდა სამხრეთ კორეაში, პუერტო რიკოში, ჩინეთში, რის შემდეგაც ოცნება აისრულა და კონტრაქტი გააფორმა NBA-ის კლუბთან. მან ორი ნორმალური სეზონი გაატარა “ატლანტას” რიგებში, თუმცა მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში ადგილი მაინც ვერ დაიმკვიდრა.
ასევე იხილეთ:
დერიკ როუზი ამერიკის ნაკრებს დაუბრუნდება