ლამარ ოდომის საყვარელი საქმიანობა: კოკაინი მატჩის წინ

AutoSharing Option
ინტერნეტ-გამოცემა RadarOnline-მა იპოვა მამაკაცი, რომელიც ამტკიცებს, რომ ლამარ ოდომს ნარკოტიკებით ამარაგებდა. მისი განცხადებით, ფორვარდმა ბოლო სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 50 ათასი დოლარის ღირებულების კოკაინი შეიძინა.

დრაგდილერის სიტყვებით, "ლოს ანჯელეს კლიპერსის" ყოფილმა მოთამაშემ 10 თებერვალს, "მედისონ სკვერ გარდენში" "ნიუ იორკთან" მატჩის წინ მიიღო ნარკოტიკი. იმ მატჩში ოდომმა 22 წუთი გაატარა მოედანზე და 2 ქულა, 7 მოხსნა და 5 შედეგიანი პასი მიითვალა.

"მას უყვარს გართობა. თუ სიმართლე გაინტერესებთ, ის საკმაოდ კარგი ბიჭია, მაგრამ ამ პრობლემას მისთვის სერიოზული უსიამოვნებები მოაქვს. რაც შეეხება "ნიქსთან"
მატჩს - ეს ფაქტია, რადგან პირადად მივყიდე მას ნარკოტიკი და საკუთარი თვალით ვნახე, როგორ მიიღო ის. მაშინ მან 16 ათასი გადამი
ხადა", - განაცხადა ნარკომოვაჭრემ.

სტოიაკოვიჩს უკვდავყოფენ
"საკრამენტო კინგზმა" უახლოეს ხანში, შესაძლოა, უკვდავყოს სერბი კალათბურთელის, პრედრაგ სტოიაკოვიჩის ნომერი.

ცოტა ხნის წინ "საკრამენტოს" ახალბედამ ბენ მაკკლემორმა თავის "ტვიტერზე" დაწერა, რომ მომავალში, შესაძლოა, ამჟამინდელი მე-16 ნომრის შეცვლა მოუწიოს და ეს საპატიო მიზეზით მოხდება. სწორედ მე-16 ნომრით თამაშობდა სერბი "კინგზის" რიგებში.

"ჩვენ განვიხილავთ პრედრაგის ნომრის საკითხს. რა თქმა უნდა, ის იმსახურებს ასეთ აღიარებას. ამ ეტაპზე მეტის თქმა არ შემიძლია", - განაცხადა მოგვიანებით "საკრამენტოს" პრეზიდენტმა კრის გრეინჯერმა.

"საკრამენტო კინგზში" ორი ნომერია ხმარებიდან ამოღებული - 4 და 21. ამ ნომრებით თამაშობდნენ კლუბში კრის უებერი და ვლადო დივაცი.

"ნიუ ორლენმა" ელიაჰუ მიიწვია
"ნიუ ორლეანმა" ისრაელის ნაკრების ფორვარდს, ლიორ ელიაჰუს ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რომლის მიხედვითაც კალათბურთელი 500 ათას დოლარს მიიღებს.

27 წლის მოთამაშემ ამ ზაფხულს დატოვა თელ-ავივის "მაკაბი", რისი მიზეზიც ფინანსური უთანხმოება იყო და "ნიუ ორლეანის" საწვრთნელ ბანაკში დაჰყო გარკვეული პერიოდი. თუ ელიაჰუ ვერ მოხვდება "პელიკანსის" საბოლოო განაცხადში, მას კომპენსაციის სახით 250 ათას დოლარს გადაუხდიან.

ელიაჰუ 2012 წლის დრაფტზე "მინესოტამ" აირჩია, თუმცა მოთამაშის უფლებების შესახებ "მინესოტასა" და "ნიუ ორლეანს" შორის შეთანხმებაზე არაფერია ცნობილი.

კიდმა ბრუკლინის აქციები შეიძინა
"ბრუკლინ ნეტსის" მთავარმა მწვრთნელმა ჯეისონ კიდმა გუნდის აქციათა ის წილი შეიძინა, რომელიც ადრე რეპერ ჯეი-ზის ეკუთვნოდა.

მუსიკოსი იძულებული იყო, გაეყიდა აქციები ინტერესთა კონფლიქტის გამო, რომელიც უკავშირდებოდა სპორტული სააგენტო Roc Nation-ის შეძენას. ასეთ დროს აგენტს უფლება არ აქვს, ფლობდეს რომელიმე კლუბის აქციებს. სხვათა შორის, ჯეი-ზის ერთ-ერთი პირველი კლიენტი გახდა "ოკლაჰომას" ვარსკვლავი კევინ დურანტი.

კიდმა გუნდის აქციათა 0.067 პროცენტი გამოისყიდა და ეს გარიგება მას დაახლოებით 500 ათასი დოლარი დაუჯდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA-ს ორგზის ჩემპიონი პოლიციამ დააკავა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული