NBA-ს მოდის პოლიცია

AutoSharing Option
2005 წელს NBA-ს ერთმა გადაწყვეტილებამ ერთხელ და სამუდამოდ შეცვალა ამერიკული საკალათბურთო სამყარო.

მოთამაშეებისთვისა და მწვრთნელებისთვის დრეს-კოდი თავიდან ჩაფიქრებული იყო, როგორც გეტო-იმიჯიდან (მეორენაირად “ჰიპ-ჰოპ სტილი”) გამოსვლის კარგი მეთოდი. ტატუები, ფართო შარვლები, ბეისბოლის შემოტრიალებული კეპები და უამრავი მბრწყინავი ბიჟუტერია სახიფათო სიგნალებს იძლეოდა - მაგალითად, მარიხუანას მოწევას და თუნდაც მის გავრცელებას.

ლიგა ძალიან უფრთხილდებოდა თავის იმიჯს, რომელიც მოგების მოტანის ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტია. ამიტომაც საჭირო იყო ზომები და ის მიიღეს. უკვე რვა წელია, “მოდის საკალათბურთო პოლიცია” ებრძვის უგემოვნობას და მკაცრად აჯარიმებს წესების დამრღვევებს, მაგრამ
არსებობენ ამ სტილის დამრღვევები, რომლებიც მუდმივად საღი აზრისა და დრეს-კოდის მოთხოვნების ზღვარზე არიან.

5. ტიმ დანკანი
არ ღალატობს თავის სტილს, რომელიც სტუდენტურ წლებში ჩამოიყალიბა. ტიმს მიაჩნია, რომ სამოსი არ ამშვენებს ადამიანს. ჯინსის ფართო შარვალი და პერანგი კანადელი ხის მჭრელის სტილში - ეს სწორედ ის არის, რასაც კრძალავს დრეს-კოდი, მაგრამ, როგორც ჩანს, დანკანისადმი ლიგის პატივისცემა იმდენად მაღალია, რომ ხელმძღვანელობა ვერ რისკავს მისთვის რჩევების მიცემას.

4. კევინ დურანტი
დურანტთან მიმართებაში ასე მარტივად არ არის საქმე. “ოკლაჰომას” ლიდერი პერიოდულად ხვდება ყველაზე მოდურად ჩაცმული ბიჭების სიაში, მაგრამ, ამასთან, "მოდის პოლიციამ" შეიძლება ის მორიგ ჩავარდნაში ამხილოს.

ერთ-ერთი ასეთი ჩავარდნა მოხდა 2013 წლის “ყველა ვარსკვლავის მატჩის” დროს: მას არ უხდებოდა ქუდი, მრგვალი ფორმის სათვალე და შავი ტოპი ინკუსტრირებული ვარსკვლავებით, რომელიც, მართალია, აგრძელებს All Star-ის იდეას, მაგრამ ძალიან თინეიჯერული და ცოტათი ქალურია.

3. ჯეიმს ჰარდენი
ჰარდენი, იმის მიუხედავად, რა აცვია, ყოველთვის არაორდინარულად გამოიყურება და ყურადღებას იპყრობს. მიხვდით ალბათ, რომ ამის მიზეზი მისი წვერია.
და მაინც, ასეთი შთამბეჭდავი ბუნებრივი აქსესუარის მიუხედავად, ჯეიმსი ახარებს თავის ფანებს ძალიან ირონიული წინდებისა და ფეხსაცმლის არჩევანით. სერიოზულ კოსტუმთან ვარდისფერი წინდების შეხამება შეუძლიათ არა ჯამბაზებს, არამედ თვითირონიის მქონე ადამიანებს.

2. პოლ ჯორჯი
ის, უბრალოდ, ახალგაზრდაა. თუმცა ასაკი მალე გავა, გემოვნება კი შეიძლება სამუდამოდ დარჩეს. რა თქმა უნდა, მამაკაცები იშვიათად არჩევენ ფერების ტონალობას და ეს მეცნიერულად არის დასაბუთებული. ამიტომაც არ გვქონდეს პრეტენზია პოლ ჯორჯთან, რომელიც დაიბნა მწვანე ფერის ნიუანსებში. პერანგი მწვანე, იგივე ფერის შარვალი - ერთმანეთს უხდება. ფორმალურად მართალია, მაგრამ მაინც საშინელება გამოდის.

1. დუეინ უეიდი
ადამიანი, რომლის გარეშეც არ არსებობს არც ერთი მიმოხილვა მოდის შეცდომებზე. ის არის ერთგვარი ლედი გაგა, ოღონდ შავკანიანი მამაკაცი, რომელიც კალათბურთს თამაშობს. ძალიან რთულია უეიდის გალერეაში მონახო ფოტო, სადაც ის ნორმალურად არის ჩაცმული. სამაგიეროდ, ის პირველ ადგილზეა ანტი-ელეგანტურობის რეიტინგში და მის გარეშე ლიგა მოსაწყენი იქნებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული