გარდა ამისა, ბასმა თავის მემუარებში დაწვრილებით აღწერა მოვლენები, რომელიც წინ უძღოდა მაიკ ბრაუნის განთავისუფლებას. როგორც ირკვევა, ჯინის ძმა - ჯიმ ბასი, რომელიც ასევე კლუბის ვიცე-პრეზიდენტია, სწორედ დ'ენტონის კანდიდატურას ლობირებდა. ასე კი იმიტომ ხდებოდა, რომ ჯიმს დაძაბული ურთიერთობა აქვს ფილ ჯექსონთან.
"მე გამასულელეს. რატომ მოიქცა ასე ჯიმი? როგორ გაუკეთა ასეთი რამ ფილს? ის არ ეძებდა სამსახურს, მაგრამ
როგორც ცნობილია, ამის შემდეგ დარეკა მიტჩ კუპჩაკმა და შეატყობინა, რომ ხელმძღვანელობას ყველაზე ხელსაყრელ კანდიდატურად სწორედ დ'ენტონი მიაჩნია.
"მან განაცხადა, რომ ესმის ასეთი გადაწყვეტილებით კლუბის იმიჯისთვის მიყენებული ზარალის მასშტაბი. თუმცა იქვე დაამატა, რომ ერთი თვის შემდეგ ყველაფერი დავიწყებას მიეცემა", - წერს ჯინი.
* * *
ამასობაში "ლოს ანჯელეს თაიმსი" წერს, რომ "ლეიკერსის" შეფობას ჯერ არ განუხილავს კობი ბრაიანტთან კონტრაქტის გაგრძელების შესაძლებლობა. კალიფორნიელებმა ლოდინის პოზიცია აირჩიეს და დააკვირდებიან, თუ როგორ აღიდგენს 35 წლის ვეტერანი კონდიციებს აქილევსის მყესის გაწყვეტის შემდეგ.
2013-14 წლების სეზონი - ბოლოა ბრაიანტის მოქმედი კონტრაქტის მიხედვით. ახალ სეზონში კალიფორნიელთა ლიდერი 30.4 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. კობის შეუძლია უარი თქვას 2014-15 წლების სეზონისთვის მაქსიმალურ კონტრაქტზე, რაც კლუბს ვარსკვლავური თავისუფალი აგენტის გაფორმების საშუალებას მისცემს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ლეიკერსის" ჰოლივუდური ღამეები