"ამ გარიგებაში მომწონს ახალი ხედვა, ახალი "საკრამენტო", სრული განახლების პერსპექტივა. ყოველთვის მინდოდა, რაღაც ამგვარში მიმეღო მონაწილეობა.
"ყველაზე უარესი" - ეს ნიშნავს უფსკრულს. ამაზე უარესი ვეღარ იქნები. შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ უკეთესები გავხდებით", - მოჰყავს ო'ნილის სიტყვები USA Today-ს.
შაკი უახლოეს დღეებში "კინგზის" სამწვრთნელო შტაბთან და მოთამაშეებთან შეხვედრას გეგმავს. ამის შემდეგ ის აპირებს "საკრამენტოს" ერთ-ერთ ლიდერთან, დემარკუს
კაზინსთან დაკავშირებით ერთი სიახლეა: კალათბურთელის აგენტმა მოლაპარაკებები დაიწყო "კინგზის" ხელმძღვანელობასთან თავისი კლიენტის კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე. ვარაუდობენ, რომ ცენტრი "საკრამენტოსთან" ახალ გარიგებას მომავალი კვირის დასაწყისამდე დადებს, როცა NBA-ში გაიხსნება საწვრთნელი ბანაკები.
კაზინსს მაქსიმალური კონტრაქტის მიღების იმედი აქვს - 80 მილიონი დოლარი 5 წელიწადში.
გასულ სეზონში დემარკუსმა 75 მატჩი ჩაატარა რეგულარულ ჩემპიონატში და 17.1 ქულა, 9.9 მოხსნა და 2.7 პასი დააგროვა.
ჯორჯი მაქსიმალურს მიიღებს
როგორც ჩანს, პოლ ჯორჯი მოელაპარაკა "ინდიანა პეისერსს" კონტრაქტის გაგრძელებაზე. უფრო ადრე კალათბურთელი ამბობდა, რომ გარიგება თითქმის შემდგარია, ახლა კი ამერიკული პრესა ამტკიცებს, რომ "პეისერსის" ლიდერი მართლაც მიიღებს 90 მილიონი დოლარის ოდენობის ხუთწლიან წინადადებას. ეს არის მაქსიმალური შესაძლო შეთავაზება ახალბედას კონტრაქტის გაგრძელებაზე.
ერთ-ერთ წინა ნომერში ვწერდით იმის შესახებ, რომ ჯორჯს "ინდიანა" მოსწონს და არსად წასვლას არ აპირებს. მან "ლეიკერსიდან" თვით კობი ბრაიანტის მიწვევაზე თქვა უარი. ასე რომ, ყველაფერი თითქმის მოგვარებულია.
გარდა ამისა, როი ჰიბერტმაც მიიღო "ინდიანას" ხელმძღვანელობისგან შეთავაზება მომავალ თანამშრომლობაზე. შესაბამისად, კლუბში აღარ რჩება კალათბურთელი, რომელიც დებიუტანტის კონტრაქტზე მუშაობს. ასეთმა პროდუქტიულმა საკადრო პოლიტიკამ აუცილებლად უნდა გაამართლოს, მით უმეტეს, რომ "პეისერსს" გადახარჯვა აქვს სახელფასო ბიუჯეტში და "ფუფუნების გადასახადს" უხდის ლიგას.
მეტსახელებით მაისურებზე
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობამ, შესაძლოა, ნება დართოს "მაიამი ჰიტისა" და "ბრუკლინ ნეტსის" მოთამაშეებს, მაისურებზე გვარების ნაცვლად მეტსახელები დაიწერონ. შესაბამისად, ამ გუნდების მატჩის დროს მოედანზე ვიხილავთ "მეფე ჯეიმსს" (ლებრონ ჯეიმსი), "კეიჯის" (კევინ გარნეტი) და "ჭეშმარიტებას" (პოლ პირსი).
NBA ჯერ არ ამხელს დეტალებს, მაგრამ ამ სიახლის გამოყენება იგეგმება რეგულარულ ჩემპიონატში ამ გუნდების ოთხი მატჩიდან მინიმუმ ერთში.
"ეს გვიჩვენებს, რომ ჩვენი ლიგა იზრდება და ადაპტირებულია იმასთან, რაც გარშემო ხდება. მართალია, გავიზარდეთ, მაგრამ ჯერ ისევ ბავშვები ვართ, რომლებიც პატარების თამაშებით ერთობიან. ჩვენ ჯერ კიდევ გვახსოვს, საიდან მოვედით. ყველას გვქონდა მეტსახელი. ასე რომ, ეს არის ერთ-ერთი დამატებითი ხერხი, რომლითაც მაყურებელს ვასიამოვნებთ", - განაცხადა "მაიამის" ვეტერანმა რეი ალენმა, რომელიც მეტსახელის არჩევისას იხრება "შატლსუორტისკენ". ეს არის რეჟისორ სპაიკ ლის ფილმის - He Got Game-ის გმირის სახელი, რომლის როლი თავად კალათბურთელმა ითამაშა (ამ გმირის მამის - ჯეიკის როლს ჰოლივუდის ვარსკვლავი დენზელ ვაშინგტონი ასრულებდა).
კობი კომპიუტერში მესამეა
როგორც Inside The Lakers-ი წერს, საკალათბურთო სიმულატორის - NBA 2K14-ის შემქმნელებმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერს, კობი ბრაიანტს მიანიჭეს რეიტინგი - 93. კობი, რომელიც ამჟამად აქილევსის მყესის გაწყვეტის შემდეგ აღდგენით კურსს გადის, ამ მაჩვენებლით მესამე ადგილს იყოფს "კლიპერსის" გამთამაშებელ კრის პოლთან.
NBA 2K14-ის ყველაზე ძლიერი მოთამაშეა "მაიამის" ვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი (99), მეორე ადგილზე იმყოფება კევინ დურანტი "ოკლაჰომადან" (94).
35 წლის ბრაიანტმა უკან ჩამოიტოვა დერიკ როუზი ("ჩიკაგო", 92), კარმელო ენტონი ("ნიუ იორკი", 91), დუაიტ ჰოვარდი ("ჰიუსტონი", 91) და რასელ უესტბრუკი ("ოკლაჰომა", 91).
რონდოს სტარტზე ვერ ვნახავთ
"ბოსტონ სელტიქსის" პრეზიდენტმა დენი ეინჯმა განაცხადა, რომ შოკირებული დარჩება, თუ გამთამაშებელი რაჟონ რონდო მომავალი რეგულარული ჩემპიონატის პირველივე მატჩებში შეძლებს მოედანზე გასვლას. ეინჯმა მიანიშნა ჟურნალისტებს, რომ ბოსტონელთა ლიდერის დაბრუნებას, სავარაუდოდ, დეკემბრის დასაწყისში უნდა ველოდოთ.
როუზი მზადაა, მაგრამ ნერვიულობს
ახლოვდება 5 ოქტომბერი, როცა "ჩიკაგო ბულზი" პირველ საწვრთნელ შეხვედრას ჩაატარებს. სწორედ ამ დღეს უნდა დაუბრუნდეს მოედანს დერიკ როუზი, რომელმაც ტრავმის გამო ერთი წელი გამოტოვა. ვარსკვლავური გამთამაშებელი ირწმუნება, რომ მას ყველაფერი წესრიგში აქვს და მოუთმენლად ელის ამ დღეს.
"ყველაფერი შესანიშნავადაა. არანაირი მენტალური ბარიერები არ არსებობს, ყველაფერი წარსულში დარჩა. მიუხედავად ამისა, ჩემთვის ეს დაბრუნება ძალიან ემოციური იქნება", - აღიარა "ბულზის" მცველმა.
კითხვაზე - შეძლებს თუ არა ძველ დონეზე დაბრუნებას - დერიკმა სამართლიანად აღნიშნა, რომ ამ კითხვაზე დამაჯერებელ პასუხს ვერავინ გასცემს.
არენასი ისევ ჩინეთში მიდის
გაირკვა, რომ NBA-ს ყოფილი ვარსკვლავი გილბერტ არენასი, რომელსაც, თითქოს, შემოწმება უნდა გაევლო "ლოს ანჯელეს კლიპერსში", ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში არ დაბრუნდება. კალათბურთელმა განაცხადა, რომ კვლავ ჩინეთში გაემგზავრება სათამაშოდ. როგორც ჩანს, მას მოეწონა "შანხაი შარქსში" გამოსვლა, სადაც იოლად აგროვებდა საშუალოდ მატჩში 20 ქულას.
საქმე ისაა, რომ ორი თვის წინ არენასი მართლაც ვარჯიშობდა "კლიპერსის" შემადგენლობაში და მაშინვე გავრცელდა ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ ის შესანიშნავ შედეგებს აჩვენებდა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, კალიფორნიული კლუბის ხელმძღვანელობა ნაკლებად მოიხიბლა არენასის მზადყოფნით, ვიდრე რეპორტიორები.
გალინარის ნოემბერში ველოდებით
"დენვერ ნაგეტსის" ფორვარდი დანილო გალინარი, რომელიც აგრძელებს აღდგენით პროცესს გასული სეზონის ბოლოს მიღებული მუხლის ტრავმის შემდეგ, ნოემბრის მეორე ნახევარში აპირებს მოედანზე დაბრუნებას.
"დაახლოებით ერთ თვეს გამოვტოვებ და შემდეგ დავბრუნდები", - მოჰყავს იტალიელის სიტყვები SkySport-ს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
პოლ პირსს "ბოსტონი" სულ ახსოვს