პოლ პირსს "ბოსტონი" სულ ახსოვს

AutoSharing Option
ამ დღეებში სერიოზული სიტყვიერი ომია გაჩაღებული "ნიუ იორკ ნიქსისა" და "ბრუკლინ ნეტსის" კალათბურთელებს შორის. ამ ომში "ბრუკლინის" ვეტერანი ახალწვეული პოლ პირსიც იყო ჩართული, თუმცა ის დროებით გაერიდა ამ ამბებს და ამჯერად განაცხადა, რომ ძალიან მიჯაჭვულია ქალაქ ბოსტონს, რომელსაც თავისი პროფესიული კარიერის 15 წელი შესწირა.

უფრო მეტიც, მას სურს, ამ ქალაქში საკუთარი საქმე წამოიწყოს, როგორც ამას NBA-ს სხვა ვარსკვლავები აკეთებენ.

"იდეალური ვარიანტი იქნებოდა რაიმეს გახსნა. შესაძლოა, ეს იყოს სპორტ-ბარი. რატომაც არა? რატომღაც "სელტიქსის" ვერც ერთმა დიადმა კალათბურთელმა ვერ მოიფიქრა ეს. დონ
შულსა და მაიკლ ჯორდანს რესტორნები აქვთ
, მეჯიქ ჯონსონი ლოს ანჯელესში თეატრებს ფლობს... ბოსტონს უდიდესი საკალათბურთო ისტორია და საჩემპიონო ტრადიციები აქვს, მაგრამ ასეთი რამ არავის გაუკეთებია", - აცხადებს პირსი.

გარდა ამისა, ვეტერანმა არ გამორიცხა კალათბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ თავის ყოფილ კლუბთან თანამშრომლობა. ლაპარაკია თუნდაც სამწვრთნელო კარიერაზე.

მაკგრეიდი ბოლომდე არ წასულა
სამწუხაროდ, ტრეისი მაკგრეიდი ისე წავიდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციიდან, რომ ვერ შეძლო დამსახურებული ტიტულის მოპოვება "სან ანტონიო სპურსთან" ერთად. მან ამ ზაფხულს კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, თუმცა NBA-ს ვარსკვლავი არ კარგავს მოედანზე გასვლისა და თამაშის იმედს. სავარაუდო სამუშაო ადგილად უფრო ხშირად ჩინეთს ასახელებენ.

"იქ მე ბევრი თაყვანისმცემელი მყავს. ასე რომ, ვნახოთ, რა გამოვა უახლოეს სეზონში ჩინეთში გადაბარგებისგან", - კომენტარი გაუკეთა შექმნილ სიტუაციას ტი-მაკმა.

მანამდე კი 34 წლის მცველი საკუთარ ფულს ახარჯავს დაბალი ლიგის ბეისბოლის კლუბს - "ბილოკსი კონსილს". გუნდს ესაჭიროება 21 მილიონი დოლარი ახალი სტადიონისა და სხვა ხარჯების დასაფარავად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პოლ პირსი: დერონ უილიამსი MVP გახდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული