სულელი სუპერმენი დუაიტ ჰოვარდი

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ამერიკელმა კალათბურთელმა ქარიმ-აბდულ ჯაბარმა ამ დღეებში გააკრიტიკა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ცენტრი დუაიტ ჰოვარდი, რომელიც ამ ზაფხულს "ლოს ანჯელეს ლეიკერსიდან" "ჰიუსტონ როკეტსში" გადავიდა.

NBA-ს ხუთგზის ჩემპიონმა, პრაქტიკულად, ღია ტექსტით ახალგაზრდა კოლეგა "იდიოტად" მოიხსენია. მისი თქმით, ჰოვარდი ბუნებამ უდიდესი ფიზიკური ძალით დააჯილდოვა, მაგრამ გონებრივი შესაძლებლობების მხრივ, სერიოზული პრობლემები გააჩნია.

"ჰიუსტონის" ახალწვეულმა ამ სიტყვიერ დავაში მაქსიმალური კორექტულობა შეინარჩუნა და ჯაბარის ნათქვამი ემოციებს დააბრალა, თუმცა იქვე დაამატა: "შეუძლებელია იდიოტმა სამჯერ მოიგოს წლის საუკეთესო დამცველის ტიტული. ასეთი რამ არ ხდება. გამიკეთებია თუ არა
რაიმე სისულელე მოედანზე? რა თქმა უნდა, მაგრამ არიან ისეთები, ვისაც ასეთი რამ არ დამართნია?

როცა მე "ლეიკერსს" შევუერთდი, მაშინ უდიადესი ცენტრი ვიყავი, წავედი გუნდიდან და ახლა ყველაზე უარესი გავხდი. მესმის, რომ ბევრი რამ ემოციურ ფონზე ითქმის. თუ ქარიმს ჩემთან საუბარი სურს, მე აქ ვარ, ჰიუსტონში. ჩვენ შეგვიძლია ერთი-ერთზე შევხვდეთ და მამაკაცურად დავილაპარაკოთ".

კიდი სეზონს ვერ დაიწყებს
"ბრუკლინ ნეტსის" ახალი მთავარი მწვრთნელი ჯეისონ კიდი NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის ორი მატჩით არის დისკვალიფიცირებული მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო, - იტყობინება ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი გასული წლის ივლისში მოხდა, როცა ლეგენდარული გამთამაშებელი ღამის კლუბიდან ბრუნდებოდა და განათების ბოძს დაეჯახა. მაშინ "ბრუკლინის" მწვრთნელი დააკავეს და ბრალი წაუყენეს მანქანის არაფხიზელ მდგომარებაში მართვაში.

სასამართლოში კიდმა ბრალი აღიარა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიესაჯა.

ასე რომ, რეალურად ჯეისონის დებიუტი მწვრთნელის რანგში "ბრუკლინის" რიგით მესამე მატჩში შედგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლებრონ ჯეიმსის მაისურები კარგად იყიდება
მკითხველის კომენტარები / 1 /
გძინავთ რო წერთ რა ჩოგბურთელი
juli
10:52 08-10-2013
0

სიახლეები პოპულარული