NBA-ს მენეჯერები "მაიამის" მხარეს არიან

AutoSharing Option
მოახლოებული რეგულარული ჩემპიონატის წინ საინტერესო გამოკითხვა ჩატარდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბების გენერალურ მენეჯერებს შორის.

მათ უნდა ეპასუხათ შეკითხვისთვის - რომელი გუნდი მოიგებს 2013-14 წლების სეზონში ჩემპიონის ტიტულს?

ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა მიიღო ასოციაციის მოქმედმა ჩემპიონმა "მაიამი ჰიტმა" - 75.9 პროცენტი. მეორე-მესამე ადგილებზე ერთნაირი მაჩვენებლით (6.9 პროცენტი) "სან ანტონიო სპურსი" და "ინდიანა პეისერსი" გავიდნენ.

რამდენიმე გენერალურმა მენეჯერმა თავისი ხმა "ჩიკაგო ბულზს", "ლოს ანჯელეს კლიპერსსა" და "ოკლაჰომა-სიტის" მისცა. აღვნიშნავთ, რომ გასული სეზონის წინ ანალოგიურ გამოკითხვაში ასევე "მაიამიმ" გაიმარჯვა ხმების 70 პროცენტით.

* * *
ამასობაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრაიანტმა კიდევ ერთ რეიტინგში დათმო პოზიციები. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ESPN-მა გამოკითხვის შედეგად შეადგინა ლიგის საუკეთესო კალათბურთელთა კლასიფიკაცია, რომელშიც კალიფორნიელთა შემტევი მცველი 25-ე ადგილზე გავიდა.

ამჯერად უკვე ნახსენებმა გენერალურმა მენეჯერებმა შეადგინეს საუკეთესო შემტევი მცველების სია. შედეგი კობისთვის მართლაც სავალალოა - მან ხმების მხოლოდ 20 პროცენტი მიიღო! არადა, შარშანდელ ანალოგიურ რეიტინგში ის პირველ ადგილზე იყო 66.7 პროცენტით.

წელს კი პირველი ადგილი "ჰიუსტონ როკეტსის" ლიდერ ჯეიმს ჰარდენს ერგო. კიდევ ერთი მოულოდნელობა შემდეგში მდგომარეობს: მაიამელ დუეინ უეიდს 30-დან მხოლოდ ერთმა ადამიანმა მისცა ხმა.

NBA. საკონტროლო მატჩები

ატლანტა-ინდიანა 89:107
24:15, 17:31, 23:29, 25:32
ა: ტიგი (17+8 პასი), სკოტი (17), ჰორფორდი (12+7 მოხსნა), კეროლი (12), ბრენდი (11+5 მოხსნა).
ი: უესტი (24+7 მოხსნა), სკოლა (20), ჯორჯი (17), უოტსონი (11).

დეტროიტი-ვაშინგტონი 99:96
37:25, 28:18, 14:26, 20:27
დ: მონრო (18+7 მოხსნა+5 პასი), სინგლერი (14), ბაინუმი (13+9 პასი), ბილაპსი (12+6 პასი), ჟერებკო (11), დრამონდი (9+14 მოხსნა).
ვ: ბილი (17+7 მოხსნა), ნენე (15+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), სერაფინი (14+11 მოხსნა), უოლი (11).

სან ანტონიო-ორლანდო 123:101
33:25, 38:21, 31:26, 21:29
ს-ა: მილზი (22+5 ჩაჭრა), ლეონარდი (19+5 მოხსნა), ბელინელი (16), გრინი (14+6 მოხსნა), ჯინობილი (12), დანკანი (10+7 მოხსნა+7 პასი).
ო: ოლადიპო (22+6 პასი+5 მოხსნა), აფლალო (17+6 პასი), მაქსიელი (16+6 მოხსნა), ჰარკლესი (14), ო’ქუინი (10+9 მოხსნა+5 პასი), მური (10).

ფინიქსი-ოკლაჰომა 88:76
21:17, 26:18, 19:22, 22:19
ფ: ბლედსოუ (15+7 პასი+6 მოხსნა), დრაგიჩი (15), ტაკერი (13+3 ჩაჭრა), ფრაი (12+9 მოხსნა), გუდვინი (11).
ო: ჯექსონი (18), ლემბი (13+9 მოხსნა), ჯონსი (12), იბაკა (11), ადამსი (10+8 მოხსნა).

ლეიკერსი-იუტა 108:94
18:26, 33:19, 25:25, 32:24
ლ: ფარმარი (20), მიქსი (15), ჯონსონი (14+6 მოხსნა), ჰილი (10+5 მოხსნა).
ი: კუკი (18+5 მოხსნა), ჰეივორდი (15+4 ჩაჭრა), ფეივორსი (10+13 მოხსნა), კანტერი (10), ჯეფერსონი (10+5 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული