ტრავმების სეზონი NBA-ში

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს კლიპერსის" მცველი ჯეი ჯეი რედიკი 6-8 კვირას გამოტოვებს მარჯვენა ხელის ერთ-ერთი ძვლის მოტეხილობის გამო. ასევე, 29 წლის ამერიკელს ხელის მტევნის მყესების გაწყვეტა დაუდგინეს.

"კლიპერსის" ძირითადმა "მეორე ნომერმა" ტრავმა შაბათს, "საკრამენტოსთან" მატჩში მიიღო. 2 დეკემბერს ის დაწვრილებით სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რათა განისაზღვროს მკურნალობის გეგმა.

"კლიპერსის" მთავარმა მწვრთნელმა დოკ რივერსმა უკვე განაცხადა, რომ რედიკს სასტარტო ხუთეულში უილი გრინი შეცვლის. ამ სეზონში რედიკი საშუალოდ 15.8 ქულას აგროვებს.

* * *
ასევე სერიოზული ტრავმა მიიღო "ნიუ ორლეანის" ლიდერმა ენტონი დევისმა. "ნიუ იორკ
ნიქსთან" მატჩის შემდეგ შარშანდელი დრაფტის პირველ ნომერს მარცხენა ხელის მოტეხილობა დაუდგინეს. ჯერჯერობით არაფერს იტყობინებიან კალათბურთელის აღდგენითი ვადების შესახებ.

მიმდინარე სეზონში ცენტრმა 16 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 18.8 ქულა და 10.6 მოხსნა დააგროვა.

* * *
კვლავაც სერიოზული პრობლემებია "ლოს ანჯელეს ლეიკერსში" ტრავმირებულებთან დაკავშირებით. მართალია, 1-ელ დეკემბერს გამოცხადდა, რომ მალე მოედანს დაუბრუნდებიან კობი ბრაიანტი და სტივ ნეში, მაგრამ, ამასობაში, კალიფორნიულ გრანდს ორი ახალი ტრავმირებული ჰყავს.

მცველმა ჯორდან ფარმარმა (9.2 ქულა და 4.4 პასი) მუხლი დაიზიანა "პორტლენდთან" 1-ლი დეკემბრის მატჩში და გაურკვეველი ვადით გამოაკლდა თავის გუნდს. ამასობაში, ექიმების ვერდიქტს ელოდება პაუ გასოლი. იგივე "პორტლენდთან" მატჩი მან ტრავმირებული ფეხით ჩაატარა. უახლოეს დღეებში ესპანელს დაწვრილებითი სამედიცინო გამოკვლევა ელოდება, რომელიც დაადგენს დაზიანების ხარისხს. მიმდინარე სეზონში უფროსი გასოლის სტატისტიკა 14.3 ქულას, 9.9 მოხსნასა და 3.1 შედეგიან გადაცემას უდრის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უესტბრუკის ბოლო წამი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული