NBA. რეგულარული ჩემპიონატი: აღმოსავლეთის ღირსებას "ინდიანა" იცავს

AutoSharing Option
წლევანდელ რეგულარულში საშინელ შედეგებს აჩვენებენ აღმოსავლეთი კონფერენციის გუნდები. მათგან მხოლოდ სამს აქვს 50 პროცენტზე მეტი მოგება. სამაგიეროდ, სწორედ ამ კონფერენციის წარმომადგენელია მთლიანად ლიგის ლიდერი. ლაპარაკია "ინდიანაზე", რომელმაც გაიმყარა თავისი პირველი ადგილი დასავლეთის საუკეთესო გუნდთან - "სან ანტონიოსთან" შეხვედრაში. ფრენკ ფოგელის შეგირდებმა პირველად 2007 წლის შემდეგ, "სპურსი" მისსავე მოედანზე დაამარცხეს (111:100) და შეწყვიტეს ტექსასში წაგებათა 12-მატჩიანი სერია.

მეორე მეოთხედის შუაში მასპინძლები 35:22-ს იგებდნენ, მაგრამ "ინდიანამ" გაანადგურა შარშანდელი ფინალისტი დიდი შესვენების შემდეგ, როცა მესამე 12-წუთეული 35:17 მოიგო. მეორე მეოთხედის ბოლო ნაწილის გათვალისწინებით,
სტუმრებს ჰქონდათ შთამბეჭდავი მონაკვეთი - 67:37, რის შემდეგაც, წინააღმდეგობის გაწევა სრული უაზრობა იყო. კვლავ ბრწყინვალედ ითამაშა "პეისერსის" ლიდერმა პოლ ჯორჯმა, რომელმაც თამაშიდან 14-ჯერ ისროლა და 9 ბურთი ჩააგდო, მათ შორის, ოთხიდან ოთხი სამქულიანი.

ახლა, "ინდიანას" 20 მატჩში 18 გამარჯვება აქვს! "სან ანტონიოს" კი ოთხი წაგება დაუგროვდა - იმდენივე, რამდენიც დასავლეთის ორ სხვა ლიდერს - "ოკლაჰომასა" და "პორტლენდს". ამ უკანასკნელმა ვერ ისარგებლა "სპურსის" წაფორხილებით და წააგო შინ კიდევ ერთ ტექსასურ კლუბთან - "დალასთან" (106:108). "მავერიქსს" გამარჯვება სირენასთან ერთად ჩაგდებული ტყორცნით მონტა ელისმა მოუტანა.

7 დეკემბერი
ფილადელფია-დენვერი 92:103
27:25, 26:24, 24:28, 15:26
ფ: როუტენი (20), ჰოიესი (14), იანგი (14), ტომპსონი (10+9 მოხსნა).
დ: რობინსონი (20), ჰემილტონი (13), ფოიე (13), ჰიქსონი (12+10 მოხსნა), ჩენდლერი (10).

კლივლენდი-კლიპერსი 88:82
29:23, 21:26, 17:17, 21:16
კლივ: ირვინგი (20), ტომპსონი (20+13 მოხსნა), ბაინუმი (18), ჯეკი (11+9 მოხსნა), ვარეჟაო (6+17 მოხსნა).
კლიპ: კროუფორდი (19), პოლი (13+15 პასი), ჯორდანი (12+13 მოხსნა+4 დაფარება), გრინი (11), გრიფინი (10+10 მოხსნა).

მილუოკი-ბრუკლინი 82:90
18:20, 22:19, 19:26, 23:25
მ: მაიო (22), ჰენსონი (18), ნაითი (10).
ბ: ლოპესი (32), ჯონსონი (15), ანდერსონი (13), ბლეტჩი (11).

ჩიკაგო-დეტროიტი 75:92
24:25, 23:22, 9:24, 19:21
ჩ: გიბსონი (21+10 მოხსნა), დანლივი (16), ბუზერი (13), ტიგი (10).
დ: ჯენინგსი (33), სინგლერი (12), ჰარელსონი (10), მონრო (8+12 მოხსნა), დრამონდი (8+14 მოხსნა), სმიტი (7+10 მოხსნა).

მემფისი-გ. სტეიტი 82:108
19:29, 24:20, 17:28, 22:31
მ: მილერი (16), ლოური (15), რენდოლფი (15), კონლი (12), კუფოსი (10+16 მოხსნა).
გ-ს: ტომპსონი (30), ლი (23+11 მოხსნა), კარი (22+15 პასი), ბოგუტი (8+12 მოხსნა).

მინესოტა-მაიამი 82:103
25:24, 17:31, 18:21, 22:27
მინ: მარტინი (19+4 ჩაჭრთ), პეკოვიჩი (18+12 მოხსნა), ბრიუერი (13), მბა ა მუტე (11).
მაი: ჯეიმსი (21+14 მოხსნა+8 პასი), უეიდი (19), ალენი (11), ლუისი (10).

სან ანტონიო-ინდიანა 100:111
28:20, 20:32, 17:35, 35:24
ს-ა: ლეონარდი (18), ჯინობილი (16), პარკერი (13), დანკანი (10), მილზი (10).
ი: ჯორჯი (28), უესტი (20), სტივენსონი (15), ჰიბერტი (12+10 მოხსნა), ჰილი (12), სკოლა (12+10 მოხსნა), უოტსონი (12).

იუტა-საკრამენტო 102:112 (ო)
24:23, 26:24, 20:27, 27:23, 5:15
ი: ჰეივორდი (22), ბერკი (19+10 მოხსნა+7 პასი), ბერკსი (19), ჯეფერსონი (13), კანტერი (12+4 დაფარება).
ს: კაზინსი (28), ტომასი (26+8 პასი+4 ჩაჭრა), მაკლემორი (15+9 მოხსნა), ტომპსონი (11).

პორტლენდი-დალასი 106:108
30:28, 23:27, 23:24, 30:29
პ: ლილარდი (32), ბატუმი (22), ოლდრიჯი (19+13 მოხსნა), ლოპესი (14+14 მოხსნა).
დ: ნოვიცკი (28+7 პასი), ელისი (22), ბლეირი (15), კალდერონი (15+7 პასი).

"ჰიუსტონი" აშიქს იშორებს
"ჰიუსტონ როკეტსი" უახლოეს ხანში აპირებს გააქტიუროს მუშაობა თურქი ცენტრის ომერ აშიქის გაცვლის ვარიანტების მოსაძებნად, - იტყობინება ESPN.

"რაკეტებს" განზრახული აქვთ გარიგება 19 დეკემბრამდე განახორციელონ. კლუბის ხელმძღვანელობის პრიორიტეტია - აშიქის ნაცვლად 2014 წლის დრაფტის პირველ რაუნდში არჩევის უფლების მიღება. შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, თურქმა კალათბურთელმა მცირე სათამაშო დროის გამო, "ჰიუსტონს" სხვა გუნდში გაშვება სთხოვა.

კარმელო რონდოს "ნიქსში" ეპატიჟება
როგორც ვებგვერდი RealGM წერს, "ბოსტონ სელტიქსის" გამთამაშებელი რაჟონ რონდო, შესაძლოა, უახლოეს მომავალში "ნიუ იორკ ნიქსში" გადავიდეს სათამაშოდ.

იტყობინებიან, რომ რონდოს ამასწინ საუბარი ჰქონდა "ნიქსის" ლიდერ კარმელო ენტონისთან. ეს უკანასკნელი ცდილობდა დაერწმუნებინა რაჟონი "ნიუ იორკის" რიგებში გადასვლაში. შეგახსენებთ, რომ რონდო გასული წლის იანვრიდან არ თამაშობს მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო. ის უკვე შეუდგა ვარჯიშებს, მაგრამ უცნობია, როდის დაბრუნდება მოედანზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "პორტლენდი" დასავლეთის პირველია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული