ტრავმირებული მარკ გასოლისა და ტონი ალენის არყოფნის მიუხედავად, თითქმის მთელი პირველი ტაიმი ტენესური გუნდი ძალიან ახლოს იყო მეტოქესთან, მაგრამ შემდეგ მასპინძლებს ჯერ 17:5 სპურტი გამოეპარათ, მოგვიანებით კი "ოკლაჰომა" 13:8 გაიქცა (ამ 13 ქულიდან ცხრა უესტბრუკის ანგარიშზე იყო), რითაც სტუმრების უპირატესობა 20 ქულამდე გაიზარდა.
უესტბრუკმა 27 ქულა (თამაშიდან - 7/12) და 9 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, კევინ დურანტმა საერთო
* * *
პირველი მეოთხედის 19 ქულით წაგების შემდეგ "მინესოტამ" ხელები არ ჩამოუშვა და "ფილადელფიას" მატჩის ბოლომდე დიდი ბრძოლა გაუმართა. კევინ ლავის, ნიკოლა პეკოვიჩისა და რიკი რუბიოს მონდომებით, დიდ შესვენებამდე "მგლებმა" ექვს ქულამდე შეამცირეს სხვაობა და მეორე ნახევარში მატჩის ბედის შემოტრიალების კარგი შანსი დაიტოვეს.
გადამწყვეტი აღმოჩნდა "ვულვზის" 13:3 გაქცევა ბოლო მეოთხედის შუაში. ამ სპურტის მთავარი ინიციატორი რობი ჰამელი იყო, რომელმაც მეოთხე 12-წუთეულში 10 ქულის მოგროვება მოასწრო.
"მინესოტას" გადარჩენა განსაკუთრებულია იმ მხრივაც, რომ იმ საღამოს არ წაუვიდა თამაში კევინ მარტინს, რომელმაც ცხრიდან მხოლოდ ერთი ბურთი მოათავსა კალათში, მაგრამ პარტნიორი დააზღვია რუბიომ. ესპანელის მონაგარი 21 ქულა იყო, ხოლო კევინ ლავმა სეზონში მეხუთედ გადააბიჯა ერთდროულად 25-ქულიან და 15-მოხსნიან ზღვარს. ლავმა და პეკოვიჩმა "მინესოტას" ფარქვეშ უპირატესობა მოუტანეს, რაც შეტევაში 17 მოხსნაში გამოიხატა.
* * *
"გოლდენ სტეიტი" ახლოს იყო სეზონში მესამე საშინაო მარცხთან. "მეომრებმა" სამმეოთხედნახევარი საშუალება მისცეს "დალასს", საკუთარ პირობები ეკარნახა მეტოქისთვის. დეჟუან ბლერის ზუსტი ტყორცნის შემდეგ "მავერიქსი" სირენამდე ცხრა წუთით ადრე 10 ქულას იგებდა და სწორედ ამ დროს პირველ პლანზე გამოვიდა სტივენ კარი, რომელმაც მატჩის დასკვნით ნაწილში შავი დღე აყარა "დალასის" დაცვას. სწორედ მისი სამქულიანით დაიწყო "უორიორზის" გაქცევა და მატჩის დამთავრებამდე წუთით ადრე, კალიფორნიელები უკვე იგებდნენ შეხვედრას.
მეტოქეები კარგა ხანი ვერ აგდებდნენ ბურთს. ზუსტი იყო მხოლოდ მონტა ელისის საჯარიმო, რის შემდეგაც ანგარიში გათანაბრდა - 93:93. სათამაშო რჩებოდა რამდენიმე წამი. კარიმ, რომელმაც თავისი 33 ქულიდან 16 ბოლო მეოთხედში დააგროვა, დაცვაში მოხსნა შეასრულა და შეტევაში ბოლომდე თავის თავზე აიღო ინიციატივა.
მან ფინტით ჩამოიშორა შონ მერიონი და საშუალო დისტანციიდან ჩააგდო, რითაც "დალასს" პასუხისთვის მხოლოდ წამნახევარი დაუტოვა. "მავერიქსს" ტაიმ-აუტი არ ჰქონდა და ნაჩქარევად გათამაშებული ბურთი კალდერონის არაზუსტი ტყორცნით დასრულდა.
* * *
უცნაური მატჩი შემოგვთავაზეს "ჩიკაგომ" და "ნიუ იორკმა". კარმელო ენტონისა და კომპანიას მშვიდად მოგებისთვის არ ეყო მეორე მეოთხედში შესრულებული 19:0 გაქცევა. "ბულზმა" მეორე ტაიმში შეძლო 23-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილება, მაგრამ ვერ მოახერხა დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა.
მეოთხე მეოთხედში განხორციელებული 18:2 სპურტის შემდეგ "ჩიკაგომ" ერთი პირობა ანგარიშის გათანაბრებაც შეძლო, მაგრამ ამარე სტაუდმაიერის ჩაჭრამ და საშუალოდან ზუსტმა ტყორცნამ და კარმელოს სიზუსტემ საჯარიმოს ხაზიდან (წუთნახევარში "ნიუ იორკის" ფორვარდმა რვიდან შვიდი საჯარიმო მოათავსა კალათში), "ჩიკაგოს" არანაირი შანსი არ დაუტოვეს.
"ხარები" იმ დღეს მისმა უკანახაზელებმა დააღალატა: მაიკ დანლივიმ 24-დან 7 ტყორცნა ჩააგდო, კირკ ჰაინრიხმა - 11-დან 3, ტონი სნელმა და მარკუს ტიგმა კი ერთად სამი ბურთი ჩააგდეს 14 ცდიდან.
შარლოტი-ორლანდო 83:92
18:16, 24:27, 20:24, 21:25
შ: ჰენდერსონი (12), მაკრობერტსი (11), უოკერი (10+4 დაფარება), ჯეფერსონი (10+11 მოხსნა), ზელერი (10).
ო: დევისი (17+12 მოხსნა), ნელსონი (17+6 პასი), აფლალო (16), ვუჩევიჩი (12+14 მოხსნა), მური (10), ნიკოლსონი (10), ოლადიპო (10).
მილუოკი-სან ანტონიო 77:109
16:32, 24:31, 14:29, 23:17
მ: უოლტერსი (18+7 პასი), ადეტოკუნბო (15), რადულიცა (10).
ს-ა: დანკანი (21+16 მოხსნა), პარკერი (15), ლეონარდი(13), ბელინელი (11), გრინი (10), ჯოზეფი (10).
ბოსტონი-კლიპერსი 88:96
23:20, 22:19, 19:27, 24:30
ბ: გრინი (29), კროუფორდი (20+9 პასი), ბასი (17+12 მოხსნა), სალინჯერი (10+9 მოხსნა).
კ: პოლი (22+9 პასი), კროუფორდი (21), გრიფინი (18), კოლისონი (10).
მემფისი-ოკლაჰომა 100:116
22:25, 20:32, 31:32, 27:27
მ: კონლი (20+9 პასი), ლოიერი (17), რენდოლფი (17), კუფოსი (12), ბეილესი (11).
ო: უესტბრუკი (27+9 პასი), დურანტი (18), ლემბი (18), ჯექსონი (17), იბაკა (12).
მინესოტა-ფილადელფია 106:99
20:39, 28:22, 30:20, 28:18
მ: ლავი (26+15 მოხსნა), რუბიო (21+7 პასი), პეკოვიჩი (20+10 მოხსნა), ბრიუერი (10), ჰამელი (10).
ფ: ჰოიესი (20), როტენი (20), ანდერსონი (16), იანგი (16), ტერნერი (13).
ნიუ ორლეანი-დეტროიტი 111:106 (ო)
29:28, 28:23, 26:23, 13:22, 15:10
ნ-ო: სმიტი (22+16 მოხსნა), ანდერსონი (22), ჰოლიდეი (19+8 პასი), ევანსი (14), გორდონი (14+6 პასი), ამინუ (11+14 მოხსნა).
დ: მონრო (28+10 მოხსნა), ჯენინგსი (25+6 ჩაჭრა), სტაკი (20), სმიტი (11), დრამონდი (10+11 მოხსნა).
ნიუ იორკი-ჩიკაგო 83:78
15:17, 31:15, 22:22, 15:24
ნ-ი: ენტონი (30+10 მოხსნა), სტაუდმაიერი (14+9 მოხსნა).
ჩ: დანლივი (20), ნოა (12+11 მოხსნა), გიბსონი (12), ბუზერი (12+12 მოხსნა), ჰაინრიხი (11+4 ჩაჭრა).
საკრამენტო-იუტა 101:122
23:26, 23:32, 26:38, 29:26
ს: კაზინსი (21+11 მოხსნა), ტომასი (20+7 პასი), უილიამსი (13), ფრედეტი (13), ტომპსონი (11), ტორნტონი (11).
ი: ჯეფერსონი (20), ფეივორსი (17), ჰეივორდი (17), ბერკსი (17), ბერკი (11+9 პასი).
გ. სტეიტი-დალასი 95:93
16:23, 28:32, 22:17, 29:21
გ-ს: კარი (33+9 პასი), ბარნსი (17), ლი (15+11 მოხსნა), ტომპსონი (11), ბოგუტი (6+18 მოხსნა).
დ: ნოვიცკი (21), ელისი (21), კალდერონი (18), მერიონი (12+9 მოხსნა).
შეიძლება დივიზიონები გაუქმდეს
ერთ-ერთ რადიოში გამოსვლისას, NBA-ს კომისრის თანაშემწემ ადამ სილვერმა განაცხადა, რომ ასოციაცია აპირებს გადახედოს გუნდების დივიზიონებად დაყოფის პრინციპს და შესაძლოა, საერთოდ გააუქმოს ლიგაში დივიზიონები.
სილვერს ამისკენ უბიძგა აღმოსავლეთ კონფერენციის გუნდების სუსტმა შედეგებმა. მაგალითად, "ბოსტონ სელტიქსი" 23 მატჩიდან 10 მოგებით ატლანტიკის დივიზიონს ლიდერობს და შესაბამისად, გარანტირებული ადგილი აქვს აღმოსავლეთ კონფერენციის პირველ ოთხეულში (როგორც თავისი დივიზიონის პირველადგილოსანს). არადა, "ბოსტონს" მხოლოდ მეექვსე შედეგი აქვს მთლიანად თავისი კონფერენციის გუნდებს შორის, დასავლეთ კონფერენციაში კი საერთოდ მხოლოდ მე-13 გუნდი იქნებოდა.
შეგახსენებთ, რომ NBA-ს ამჟამინდელი კომისრის, დევიდ სტერნის წასვლის შემდეგ მის ადგილს სწორედ სილვერი დაიკავებს.
ჩარლზ ბარკლის ლიგა არ მოსწონს
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილმა ვარსკვლავმა ჩარლზ ბარკლიმ, რომელიც ახლა ტელევიზიაში ანალიტიკოსად მუშაობს, განაცხადა, რომ არ უნახავს "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერის, კობი ბრაიანტის პირველი მატჩი მოედანზე დაბრუნების შემდეგ. ამის მიზეზად ბარკლიმ ის დაასახელა, რომ არ უყვარს მატჩების ცქერა ცუდი გუნდების მონაწილეობით.
"ცუდ გუნდებს არ ვუყურებ. "ლეიკერსი" არ იქნება კარგი გუნდი არც კობით და არც მის გარეშე. მე მრცხვენია იმ კალათბურთის გამო, რომელსაც დღეს NBA-ში აჩვენებენ. მრცხვენია იმის გამო, რომ გულშემატკივრებს უწევთ ამდენი საშინელი მატჩების ცქერა", - განაცადა ბარკლიმ ერთ-ერთ ტელეშოუში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: აღმოსავლეთში საუკეთესო "ინდიანაა"