კალათბურთელმა თავად მიიღო გადაწყვეტილება იმაზე, რომ არ მოეხდინა სათამაშო ფორმის ფორსირება. როგორც ირკვევა, რონდო ბოლომდე არ არის თავის თავში დარწმუნებული.
* * *
"მემფის გრიზლისის" ცენტრი მარკ გასოლი ახლოსაა მოედანზე დაბრუნებასთან. შეგახსენებთ, რომ ესპანელი კალათბურთელი მუხლის
თავად გასოლს სურს აღდგენითი პროცესის დაჩქარება. ამასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილებას ორი-სამი დღის შემდეგ მიიღებენ.
* * *
"ნიუ იორკ ნიქსის" ფორვარდი მეტა უორლდ პისი კვლავაც პრობლემებს განიცდის მუხლთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, უახლოეს ხანში ვეტერანს ოპერაცია დასჭირდება მარცხენა მუხლიდან სითხის ამოსაღებად.
ნოემბერში კალათბურთელმა უკვე გადაიტანა მსგავსი პროცედურა, მაგრამ ამან პრობლემა ვერ გადაჭრა.
როდმანის უშედეგო მგზავრობა
სკანდალურად ცნობილმა ამერიკელმა კალათბურთელმა დენის როდმანმა დაასრულა წელს მესამე ვიზიტი კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში. თუმცა, ამჯერად, NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ვერ შეძლო ჩრდილოკორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან შეხვედრა.
"შესანიშნავი მგზავრობა გამოვიდა, - ამბობს როდმანი. - ვფიქრობ, ერთი თვის შემდეგ, კვლავ გავემგზავრები ფხენიანში. სამწუხაროდ, ამჯერად ვერ შევძელი კიმ ჩენ ინთან შეხვედრა, რადგან მას მჭიდრო გრაფიკი ჰქონდა. თუმცა ამას არ გაუფუჭებია მგზავრობისგან მიღებული შთაბეჭდილება".
შეგახსენებთ, რომ როდმანი კიმ ჩენ ინთან აპირებდა ამხანაგური მატჩის დეტალების განხილვას. ამ შეხვედრაში ერთმანეთს უნდა დაუპირისპირდნენ ჩრდილოეთ კორეის ნაკრები და გუნდი, რომელიც ამერიკელი კალათბურთელებით იქნება დაკომპექტებული. მატჩის სავარაუდო თარიღია 8 იანვარი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: სანტა კლაუსი საშველი არ არის