NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ლეიკერსი" ყველასთან აგებს

AutoSharing Option
რუდი გეის გადაბირების შემდეგ, "საკრამენტო" "გათავხედდა" და სერიოზულად დაიწყო ფიქრი პლეი ოფში მოხვედრაზე. "მეფეები" მაიამიში გამარჯვების შემდეგ, ახლოს იყვნენ მორიგ სენსაციურ გასვლით მოგებასთან, ამჯერად. "სან ანტონიოსთან". მესამე მეოთხედის 14 ქულით მოგებისა და ბოლო მეოთხედში 6-ქულიანი უპირატესობის მოპოვების შემდეგ, სტუმრებმა თითქმის ბოლომდე შეინაჩუნეს ეს ჰანდიკაპი.

მაგრამ, ყველაზე არასასურველ მომენტში "კინგზი" დააღალატა ბენ მაკლემორმა, რომელმაც შეცდომა დაუშვა და ამას ზედიზედ ორი სამქულიანით მოაყოლა მანუ ჯინობილიმ. არგენტინელმა "სპურსის" ორ სხვა ლიდერთან - ტონი პარკერთან და ტიმ დანკანთან ერთად, გაარღვია "საკრამენტოს" გაცვა. მასპინძლების ბოლო
23 ქულიდან ვეტერანთა "დიდმა ტრიომ" 21 მიითვალა. ამასთან, კონკრეტულად პარკერის ანგარიშზე იყო შვიდი ქულა უკანასკნელ 50 წამში. ჭორები "სან ანტონიოს" კრიზისსა და ჩავარდნაზე გადაჭარბებული აღმოჩნდა. ეს გუნდი (24 მოგება-7 წაგება) აგრძელებს ბრძოლას დასავლეთში ლიდერობისთვის "ოკლაჰომასთან" (25-5) და "პორტლენდთან" (24-6).

* * *
როგორც ჩანს, ამ სეზონში მაიკ დ'ენტონის "ლეიკერსიდან" გაგდება არ ასცდება. მართალია, გუნდის ლაზარეთი გადატვირთულია (კობი ბრაიანტს, სტივ ნეშს, სტივ ბლეიკსა და კრის კამანს პაუ გასოლი დაემატა), მაგრამ ეს არ არის გამართლება ყველასთან წასაგებად. შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, კალიფორნიელებმა წააგეს ლიგის ყველაზე უარეს გუნდთან "იუტასთან", ამჯერად კი დამარცხდნენ "ფილადელფიასთან", რომელსაც სტუმრად პირველი ნოემბრის შემდეგ არ მოეგო და ზედიზედ 13 გასვლითი მარცხი ჰქონდა.

ერთადერთი, რითაც ამ მატჩში "ლეიკერსი" დაიკვეხნის, ეს არის 17:4 გაქცევა, რისი წყალობითაც მასპინძლებმა მეოთხე მეოთხედში სამი ქულით წინ გასვლა შეძლეს. მაგრამ მატჩის დასასრულს სტუმრების ისეთი უპირატესობა ჰქონდათ, რომ კალიფორნიელებს მინიმალური შანსიც არ დარჩათ სიტუაციის გადასარჩენად. ზედიზედ მეხუთე წაგების შემდეგ, მაიკ დ'ენტონის სერიოზული საუბარი ჰქონდა "ლეიკერსის" გენერალურ მენეჯერთან მიტჩ კუპჩაკთან. წამყვანი მოთამაშეების ტრავმები გასაგებია, მაგრამ 22 შეცდომა და თამაშიდან რეალიზაციის 37 პროცენტი - მეტისმეტი გახლავთ.

კლივლენდი-გ. სტეიტი 104:108 (ო)
35:26, 29:29, 20:27, 15:17, 5:9
კ: ირვინგი (27+9 პასი), ტომპსონი (17+12 მოხსნა), კ. მაილზი (17), ჯეკი (12), ვარეჟაო (8+12 მოხსნა).
გ-ს: კარი (29+11 პასი), ლი (19), ტომპსონი (16), ბოგუტი (12), ჰ. ბარნსი (10), იგუოდალა (8+10 პასი), გრინი (5+12 მოხსნა+4 დაფარება).

ორლანდო-ატლანტა 109:102
26:20, 30:29, 23:27, 30:26
ო: აფლალო (21), ჰარისი (17), ვუჩევიჩი (16+14 მოხსნა), დევისი (16), ოლადიპო (15+8 პასი), ჰარკლესი (11), ნელსონი (10+8 პასი).
ა: ტიგი (22+8 პასი), უილიამსი (18), მილსეპი (17), მაკი (14).

ოკლაჰომა-ჰიუსტონი 117:86
26:14, 30:30, 34:26, 27:16
ო: დურნტი (33+13 მოხსნა), ლემბი (22), ჯექსონი (16+8 პასი), სეფოლოშა (13).
ჰ: ბრუქსი (17), კასპი (15), პარსონსი (15).

სან ანტონიო-საკრამენტო 112:104
27:23, 30:26, 24:38, 31:17
ს-ა: ჯინობილი (28), პარკერი (22), დანკანი (17+13 მოხსნა), დიაო (14), სპლიტერი (11).
ს: კაზინსი (29+14 მოხსნა), ტომასი (27+9 პასი), გეი (24), ტომპსონი (7+11 მოხსნა).

ლეიკერსი-ფილადელფია 104:111
22:20, 30:32, 25:34, 27:25
ლ: ნ. იანგი (26), ჰილი (18+13 მოხსნა), მიქსი (15), შონ უილიამსი (11+10 მოხსნა).
ფ: ტ. იანგი (25), ტერნერი (22), ჰოუზი (19), კარტერ-უილიამსი (13), ანდერსონი (11).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული