აღმოსავლეთის ლიდერი ზედიზედ მეორედ დამარცხდა! შანსი სუპერგუნდს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 31 მარტს, "დენვერ ნაგეტსმა" "ფილადელფიას" უმასპინძლა და სოლიდური სხვაობით, 104:95 დაამარცხა.

მასპინძლებიდან შესანიშნავი შეხვედრა გამართა ჯამალ მარიმ, რომელმაც 30 ქულა, 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა დააგროვა.

მაიკლ პორტერ ჯუნიორის ანგარიშზე 27 ქულა, 12 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება გახლდათ.

რაც შეეხება "ფილადელფიას", სტუმართა რიგებიდან საუკეთესო ტობიას ჰარისი და ბენ სიმონსი იყვნენ.

ჰარისმა თავი 12 ქულით, 3 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემით, 2-იც ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.

ბენ სიმონსმა გუნდს 11 ქულა, 2
მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.

ამრიგად, 29 გამარჯვებითა და 18 მარცხით "დენვერი" დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება. თავის მხრივ, "ფილადელფიას" 32 მოგება და 15 წაგება აქვს, რითაც აღმოსავლეთს ლიდერობს, თუმცა აღსანიშნავია, რომ "ბრუკლინსაც" ზუსტად ასეთივე მაჩვენებელი აქვს.

"ნაგეტსი" მომდევნო შეხვედრას 2 აპრილს, "ლოს ანჯელეს კლიპერსის" წინააღმდეგ გამართავს. "ფილა" ამავე რიცხვში "კლივლენდ კავალიერსს" დაუპირისპირდება.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული