9 იანვარს ნიუიორკელებმა მოახერხეს ამ მომენტისთვის ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის შეჩერება, რომელსაც ბრწყინვალე სვლა ჰქონდა აღებული და მოტივაციის ნაკლებობასაც არ უჩიოდა. "გოლდენ სტეიტს" ჰქონდა შანსი, აღმოსავლეთის გასვლითი ტურნე შვიდიდან შვიდი მოგებით დაესრულებინა; გარდა ამისა, მოეპოვებინა ზედიზედ მე-11 გამარჯვება, რაც კლუბის ისტორიაში 70-იანი წლების შემდეგ არ მომხდარა.
მაგრამ "მეომრების" იმედებს ასრულება არ ეწერა, მიუხედავად იმისა, რომ "ბრუკლინს" აკლდა თავისი ძირითადი გამთამაშებელი დერონ უილიამსი. არადა, "უორიორზს" მატჩის სტარტი კარგი
სწორედ დაცვაში კარგი თამაში გახდა ამ მატჩში წარმატების გარანტია. სირენამდე ოთხი წუთით ადრე სტუმრებს ხუთქულიანი უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ ამის შემდეგ მათ მხოლოდ ერთი ბურთი ჩააგდეს თამაშიდან და ისიც სირენამდე ექვსი წამით ადრე, როცა თამაშის ბედი გადაწყვეტილი იყო.
მატჩის ბოლო ნაწილის გმირი გახდა კევინ გარნეტი, რომელმაც ამ სეზონში თავისი საუკეთესო თამაში აჩვენა. ბოლო მეოთხედში ვეტერანის ანგარიშზე 11 ქულა იყო. მანვე გადამწყვეტ მომენტში ბურთი მოპარა კარის და შესანიშნავად ითამაშა მეხუთე ნომრის პოზიციაზე, რომელიც ბრუკ ლოპესის ტრავმის შემდეგ აქვს ჩაბარებული.
* * *
დასავლეთ კონფერენციაში ერთპიროვნული ლიდერი გახდა "სან ანტონიო სპურსი", რომელმაც მანუ ჯინობილის არყოფნის მიუხედავად, უპრობლემოდ დაამარცხა პრინციპული მეტოქე. "დალასის" წინააღმდეგ "სპურსი" ერთხელაც არ ყოფილა მდევრის როლში. "მავერიქსმა" თანაშტატელთან ზედიზედ მეშვიდე მატჩი წააგო, ხოლო დირკ ნოვიცკიმ კარიერაში ერთ-ერთი უარესი შეხვედრა ჩაატარა (თამაშიდან - 3/14).
სროლის მხრივ პრობლემები მთლიანად "დალასს" ჰქონდა. სტუმრებმა საწყისი 24 ტყორცნიდან მხოლოდ ექვსი მოათავსეს კალათში და ამან გადაწყვიტა კიდეც თამაშის ბედი. კიდევ უფრო უარესად იყო მდგომარეობა მოხსნების მხრივ, რომელშიც "სპურსი" დომინირებდა - 55:32.
ცდილობს, "სან ანტონიოს" არ ჩამორჩეს "პორტლენდი", რომელმაც პირველ მეოთხედში მოპოვებული 20-ქულიანი უპირატესობის წყალობით გაანადგურა "ორლანდო". თუ წინა დღეს, "საკრამენტოსთან" წაგებულ მატჩში 41 ქულით დამიენ ლილარდი იყო საუკეთესო, ამჯერად თავის თავზე ლიდერობა სხვებმა აიღეს: ნიკოლა ბატუმმა კარიერაში მეოთხე სამმაგი დუბლი შეასრულა, ლამარკუს ოლდრიჯმა 36 ქულა დააგროვა, მასპინძლების საფინიშო სპურტში კი ყველაზე დიდი წვლილი უესლი მეტიუზმა დაიდო.
ბრუკლინი-გ. სტეიტი 102:98
22:32, 37:20, 16:24, 27:22
ბ: ჯო ჯონსონი (27), ბლეტჩი (17).
გ-ს: კარი (34), დ. ლი (20).
სან ანტონიო-დალასი 112:90
25:16, 20:22, 37:24, 30:28
ს-ა: ტ. პარკერი (25), ბელინელი (17), დანკანი (16+13 მოხსნა).
დ: ელისი (21).
პორტლენდი-ორლანდო 110:94
24:24, 21:27, 26:24, 39:19
პ: ოლდრიჯი (36), მეტიუზი (17), ბატუმი (14+14 პასი+10 მოხსნა).
ო: აფლალო (22), ნელსონი (17+10 პასი), გ. დევისი (16).
"ინდიანას" "ატლანტა" არ უყვარს
გრძელდება "დეტროიტის" ვარდნა. ამ გუნდმა ზედიზედ მეექვსე მატჩი წააგო, ხოლო ცუდად ჩატარებული მეორე ტაიმი "პისტონზისთვის" უკვე ტრადიციად იქცა. გარდა ამისა, სტუმრებმა საშინლად ისროლეს საჯარიმოები: 35-დან მხოლოდ 19-მა ერთქულიანმა მიაღწია მიზანს, იმ დროს, როცა "ტორონტოს" ანალოგიური მონაგარი 34-დან 31 ზუსტი სროლა იყო.
აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერმა "ინდიანამ" ზედიზედ მე-12 (!) მატჩი წააგო ატლანტაში. "პეისერსს" ამ ქალაქში 2006 წლის შემდეგ არ მოუგია, მაგრამ ამგვარი სტატისტიკის მიუხედავად, შეხვედრის შედეგი მოულოდნელობად უნდა მივიჩნიოთ.
უკვე მესამე მეოთხედის მსვლელობისას, სტუმრების ჩამორჩენა 25 ქულას უდრიდა, არადა, ჩემპიონობის ერთ-ერთი პრეტენდენტი საშუალო დონის გუნდს უპირისპირდებოდა, რომელმაც სულ ახლახან დაკარგა ძირითადი ცენტრი ელ ჰორფორდი და და ზედიზედ სამი წაგება ჰქონდა. "ჰოქსმა" თავიდანვე სერიოზულად მოჰკიდა საქმეს ხელი და 12:0 სპურტით დაიწყო მატჩი. ამის შემდეგ "პეისერსი" რვა ქულაზე ახლოს არ მისულა მეტოქესთან.
ბოლო პერიოდში ერთ-ერთ წარმატებულ გასვლით გუნდად იქცა "ვაშინგტონი". დედაქალაქელებმა სტუმრად ბოლო შვიდ შეხვედრაში ექვსჯერ მოიგეს. 9 იანვარს "უიზარდსმა", პრაქტიკულად, გაანადგურა "პელიკანსი", რომელმაც მხოლოდ ბოლოსკენ დააღწია თავი სამარცხვინო ანგარიშს.
ბოლო მეოთხედის წინ სტუმრების უპირატესობა 23 ქულას შეადგენდა, რომელიც 6 ქულამდე შემცირდა, მაგრამ მეტის გაკეთება მასპინძლებმა ვერ შეძლეს.
"ლოს ანჯელეს ლეიკერსი", რომელსაც კობი ბრაიანტი, სტივ ნეში, სტივ ბლეიკი და ჯორდან ფარმარი აკლია, ბოლო 10 მატჩში მეცხრედ დამარცხდა. კალიფორნიელებმა კარგი პირველი ტაიმი თამაშეს "ჰიუსტონის" წინააღმდეგ და დიდი შესვენებისთვის 5 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში შეუჩერებელი იყო ჯეიმს ჰარდენისა და დუაიტ ჰოვარდის დუეტი. მათ ერთად 58 ქულა, 17 მოხსნა, 7 პასი და 9 ჩაჭრა დააგროვეს. ჰარდენის მიერ მოწყობილმა 17:2 გაქცევამ ნოკაუტში ჩააგდო "ლეიკერსი".
ნამდვილი გმირობა ჩაიდინა "ფინიქსმა", რომელიც სირენამდე წუთნახევრით ადრე 6 ქულას აგებდა, მაგრამ 7:0 სპურტით გამოსტაცა გამარჯვება "მინესოტას". გადამწყვეტი აღმოჩნდა 3.9 წამით ადრე ჯერალდ გრინის ზუსტი ტყორცნა. სტუმრების რიგებში ითამაშა ლეანდრო ბარბოზამ, რომელმაც თავის ყოფილ კლუბთან 10-დღიანი კონტრაქტი გააფორმა.
დაბოლოს, ზედიზედ მეექვსე მატჩი წააგო "ბოსტონმა", რომელმაც ბევრი ვერაფერი გააწყო "კლიპერსის" წინააღმდეგ.
ტორონტო-დეტროიტი 112:91
26:25, 24:29, 34:20, 28:17
ტ: ლოური (21), დეროზანი (19), როსი (17), ვალანჩუნასი (16+11 მოხსნა), ა. ჯონსონი (10+11 მოხსნა).
დ: ჯენინგსი (22), მონრო (11+11 მოხსნა), დრამონდი (6+16 მოხსნა).
ატლანტა-ინდიანა 97:87
25:12. 24:20, 30:34, 18:21
ა: კორვერი (17), ანტიჩი (16), ტიგი (15), სკოტი (15).
ი: ჯორჯი (28+12 მოხსნა), დევ. უესტი (8+11 მოხსნა).
მინესოტა-ფინიქსი 103:104
23:27, 24:26, 30:19, 26:32
მ: კევ. მარტინი (20), პეკოვიჩი (17+12 მოხსნა), ლავი (15+12 მოხსნა), კ. ბრიუერი (15).
ფ: დრაგიჩი (26), ფრაი (22).
ნ. ორლეანი-ვაშინგტონი 96:102
28:28, 16:33, 22:26, 30:15
ნ-ო: ე. გორდონი (23), ე. დევისი (21).
ვ: არიზა (21+10 მოხსნა), უოლი (20), ბილი (17), გორტატი (11+14 მოხსნა).
ჰიუსტონი-ლეიკერსი 113:99
24:28, 28:29, 33:15, 28:27
ჰ: ჰარდენი (38), დ. ჰოვარდი (20+13 მოხსნა), ჯონსი (15+13 მოხსნა).
ლ: ნ. იანგი (25), პ. გასოლი (21+12 მოხსნა), მიქსი (21).
კლიპერსი-ბოსტონი 111:105
32:23, 27:32, 29:27, 23:23
კ: გრიფინი (29+8 პასი), კროუფორდი (26), დადლი (18), კოლისონი (15), ჯორდანი (11+13 მოხსნა).
ბ: ჯორ. კროუფორდი (24), ბრედლი (24), გრინი (15+11 მოხსნა), ბასი (14).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"