"მაიამი ჰიტის" ზედიზედ მეორე ვიზიტი თეთრ სახლში

AutoSharing Option
"მაიამი ჰიტს" ზედიზედ მეორედ ჰქონდა NBA-ს ჩემპიონის რანგში ვიზიტი თეთრ სახლში. ფლორიდელ კალათბურთელებს ისევ მიეცათ პრეზიდენტ ბარაკ ობამასთვის ხელის ჩამორთმევის საშუალება, ისევ გაიმართა ფოტოსესია, პრეზიდენტს კვლავ გადასცეს "ჰიტის" მაისურა...

"მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ წინაშე არიან დიადი სპორტსმენები. მათ ზედიზედ მესამედ ითამაშეს ფინალში და ზედიზედ მეორედ მოიგეს ტიტული. ამასთან, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამ ბიჭებს კიდევ ბევრი რამ აქვთ დასამტკიცებელი. მინდა წარმატება ვუსურვო "ჰიტს"! ყველას წინააღმდეგ, გარდა "ბულზისა", რადგან ჩიკაგოში გავიზარდე და მათი გულშემატკივარი ვარ მთელი ცხოვრების განმავლობაში"
, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული