NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ჯერ დურანტის სერია შეწყდა...

AutoSharing Option
"ბრუკლინთან" მატჩში "ოკლაჰომას" ლიდერმა კევინ დურანტმა შეწყვიტა თავისი უნიკალური სერია, რომლის დროსაც, ზედიზედ 12 მატჩში მინიმუმ 30 ქულა დააგროვა. თუმცა ამაში "დამნაშავე" კალათბურთელი არ არის.

მან თამაშიდან 12-დან 10 ტყორცნა მოათავსა კალათში და 30 წუთში 26 ქულა დააგროვა. მისი ასეთი თამაშით, შეხვედრის ბედი სირენამდე დიდი ხნით ადრე გაირკვა და "თანდერის" მთავარმა მწვრთნელმა სკოტ ბრუქსმა მესამე მეოთხედის დასრულებამდე ორი წუთით ადრე სათადარიგოთა სკამზე დასვა სნაიპერი. ასე რომ, დურანტმა დაკარგა ტრეისი მაკგრეიდის რეკორდის (ზედიზედ 14 30-ქულიანი მატჩი) გაუმჯობესების შანსი, მაგრამ მატჩის დასრულების
შემდეგ, ამასთან დაკავშირებით სრული გულგრილობა გამოიჩინა და განაცხადა, რომ მისთვის მთავარი მიზანი - გუნდის გამარჯვებაა.

მოგება კი მართლაც ძალიან დამაჯერებელი იყო: უკვე დიდი შესვენებისთვის "ოკლაჰომა" 28 ქულით იგებდა, სულ კი დასავლეთი კონფერენციის ლიდერმა ტყორცნების ორი მესამედი გამოიყენა და ფარქვეშ ბრძოლაში გაანადგურა მეტოქე - "ბრუკლინმა", რომელმაც იანვარის თვე 10 მოგებითა და 3 წაგებით დაასრულა, მხოლოდ 17 (!) მოხსნა შეაგროვა, რაც ამ სეზონის ანტირეკორდია. საშინელი მატჩი ჩაატარა კევინ გარნეტმა - პირველად სადებიუტო მატჩის შემდეგ, მან ქულის გარეშე დატოვა მოედანი.

დურანტის შეწყვეტილ სერიაზე კი ყველაზე საინტერესო კომენტარი სკოტ ბრუქსს ჰქონდა. მან ხუმრობით აღნიშნა, რომ საერთოდ არ არის დამნაშავე მომხდარში: "თუ კევინს მართლაც აწუხებდა საკუთარი სერია, მაშინ არ ააცილებდა იმ ორ ტყორცნას. ეს მისი შეცდომაა და მე ნუ დამაბრალებთ".

ამასობაში, ამერიკელმა სტატისტიკოსებმა დაითვალეს, რომ კევინ დურანტი გახდა მეექვსე მოთამაშე ისტორიაში, ვინც ერთ თვეში მინიმუმ 550 ქულა და 90 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ბოლოს, ასეთი შედეგი მაიკლ ჯორდანს ჰქონდა 1987 წლის მარტში, უფრო ადრე კი ნეიტ არჩიბალდს, ქარიმ აბდულ-ჯაბარს, ოსკარ რობერტსონსა და ჯერი უესტს.

1 თებერვალი
ორლანდო-მილუოკი 113:102
35:20, 32:28, 21:18, 25:38
ო: აფლალო (21), ტ. ჰარისი (18), ოლადიპო (15).
მ: კ. ბატლერი (20), ადეტოკუმბო (15).

ფილადელფია-ატლანტა 99:125
21:27, 31:37, 23:38, 24:23
ფ: ტ. იანგი (29), კარტერ-უილიამსი (17), ე. უილიამსი (15), ლ. ალენი (11+10 მოხსნა).
ა: სკოტი (18), ბრენდი (18).

ბრუკლინი-ოკლაჰომა 95:120
16:30, 19:33, 24:26, 36:31
ბ: ლივინგსტონი (16).
ო: დურანტი (26), იბაკა (25).

მინესოტა-მემფისი 90:94
22:30, 15:20, 30:16, 23:28
მინ: ლავი (28+16 მოხსნა).
მემ: ზ. რენდოლფი (26+12 მოხსნა), ლი (16).

დალასი-საკრამენტო 107:103
24:20, 30:29, 21:32, 32:22
დ: ნოვიცკი (34), ელისი (20), ბ. რაიტი (10+10 მოხსნა).
ს: გეი (35+12 მოხსნა), ა. ტომასი (19).

დენვერი-ტორონტო 90:100
25:29, 28:31, 17:26, 20:14
დ: ჰიქსონი (18+13 მოხსნა), ფურნიე (18), ფოიე (10+16 პასი).
ტ: დეროზანი (19), როსი (18).

ლეიკერსი-შარლოტი 100:110
27:31, 22:31, 25:24, 26:24
ლ: პ. გასოლი (24), ნ. იანგი (21), მიქსი (19), მარშალი (10+12 პასი).
შ: ელ ჯეფერსონი (40+18 მოხსნა), ჰენდერსონი (20).

იუტა-გ. სტეიტი 90:95
21:23, 27:18, 23:25, 19:29
ი: ბერქსი (26), კანტერი (15).
გ-ს: კარი (44), ბოგუტი (16+17 მოხსნა).

...შემდეგ "ოკლაჰომასი"
თუ შაბათს დურანტის წარმატებული სერია დასრულდა, მეორე დღეს, "ოკლაჰომამ" წააგო შეხვედრა ზედიზედ 10 მოგების შემდეგ. ალბათ, ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ "თანდერის" ეს სერია ვაშინგტონში შეწყდებოდა.

დურანტი თავის მშობლიურ ქალაქში თამაშობდა და, როგორც ჩანს, ინერვიულა ტრიბუნებზე მყოფი უამრავი მეგობრისა და ნათესავის თვალწინ. "დურანტულამ" თამაშიდან 21-ჯერ ისროლა და მხოლოდ 8 ბურთი მოათავსა კალათში, შესაბამისად, ზედიზედ მეორე მატჩში ვერ შეძლო 30 ქულის დაგროვება. დურანტის ასეთი შედეგიანობა მისი მეურვის ტრევორ არიზას ბრალიცაა, რომელმაც შესანიშნავი დაცვა ითამაშა ჩემპიონატის საუკეთესო სნაიპერის წინააღმდეგ.

"ოკლაჰომას" ცუდი სამსახური გაუწია პირველ მეოთხედში დაშვებულმა 10-მა შეცდომამ, რამაც "ვაშინგტონს" 12-ქულიანი უპირატესობა მოუტანა და სტუმრებმა მისი გაბათილება ვერ შეძლეს. "უიზარდსის" რიგებში ორმა კალათბურთელმა შეასრულა ორმაგი დუბლი: ჯონ უოლმა (17+15 პასი) და მარცინ გორტატმა (14+14 მოხსნა) და მათი მონდომებით, დედაქალაქურ კლუბს მოგება/წაგების თანაბარი ბალანსი აქვს.

2 თებერვალი
ინდიანა-ბრუკლინი 97:96
25:24, 21:21, 26:25, 25:26
ი: ჰიბერტი (20), ჯორჯი (20), უესტი (17), სტივენსონი (14), ჰილი (10).
ბ: ლივინგსტონი (24), ჯო ჯონსონი (16), პირსი (15), დერონ უილიამსი (13), გარნეტი (12+10 მოხსნა).

ვაშინგტონი-ოკლაჰომა 96:81
25:13, 17:25, 36:26, 18:17
ვ: არიზა (18), უოლი (17+15 პასი), ნენე (17), გორტატი (14+14 მოხსნა), უებსტერი (10).
ო: დურანტი (26), იბაკა (14), რ. ჯექსონი (12).

ატლანტა-მინესოტა 120:113
25:24, 23:30, 38:21, 34:38
ა: კორვერი (24), მილსეპი (20+13 მოხსნა), ტიგი (19+8 პასი), კეროლი (19), სკოტი (14).
მ: ლავი (43+19 მოხსნა), კევ. მარტინი (17), ბარეა (12), კ. ბრიუერი (10).

დეტროიტი-ფილადელფია 113:98
32:22, 25:27, 36:21, 20:28
დ: დრამონდი (22+14 მოხსნა), მონრო (21+12 მოხსნა), სინგლერი (20+10 მოხსნა), ჯენინგსი (20), კოლდუელ-პოუპი (12).
ფ: როუტენი (18), ე. უილიამსი (15), ტერნერი (15), ტ. იანგი (14), ჯ. ანდერსონი (12).

ჰიუსტონი-კლივლენდი 106:92
31:23, 30:29, 23:21, 22:19
ჰ: ჰარდენი (28), ჰოვარდი (26), ჯონსი (17), ლინი (15+11 მოხსნა+10 პასი), ბევერლი (0+10 მოხსნა+8 პასი).
კ: დენგი (24), ირვინგი (21), უეიტერსი (19).

მემფისი-მილუოკი 99:90
17:24, 26:25, 24:20, 32:21
მემ: ზ. რენდოლფი (23+10 მოხსნა), კალატესი (22), მ. გასოლი (19), ჯეიმს ჯონსონი (14).
მილ: ნაითი (23), ილიასოვა (14+13 მოხსნა), მიდლტონი (12), სანდერსი (10), კ. ბატლერი (10).

ნ. ორლეანი-ჩიკაგო 88:79
23:21, 27:18, 21:18, 17:22
ნ-ო: დევისი (24), ტ. ევანსი (11).
ჩ: ოგასტინი (23), გიბსონი (17+10 მოხსნა), ნოა (14+16 მოხსნა), ჯ. ბატლერი (10).

ნიუ იორკი-მაიამი 91:106
22:29, 24:24, 25:24, 20:29
ნ-ო: ენტონი (26+8 მოხსნა), ჯ-ა. სმიტი (20), ჰარდუეი (17), ტ. ჩენდლერი (8+11 მოხსნა).
მ: ჯეიმსი (30), უეიდი (22), ბატიე (16), ჩელმერსი (11), ანდერსენი (10), ბოში (4+10 მოხსნა).

სან ანტონიო-საკრამენტო 95:93
27:24, 25:29, 19:25, 24:15
ს-ა: დანკანი (23+17 მოხსნა), პარკერი (18+10 პასი), მაილზი (15), დიაო (14).
ს: ა. ტომასი (26), გეი (23), დერიკ უილიამსი (14), ტომპსონი (10).

ფინიქსი-შარლოტი 105:95
32:27, 27:14, 31:22, 15:32
ფ: დრაგიჩი (25), მარკუს მორისი (15), მარკიფ მორიფი (13), მ. პლამლი (6+11 მოხსნა).
შ: ტოლივერი (14), პარგო (12), კიდ-გილკრისტი (11), სეშენსი (11), ზელერი (11), მაკრობერტსი (11), ჯეფერსონი (10).

პორტლენდი-ტორონტო 106:103
31:19, 26:21, 26:34, 23:29
პ: ოლდრიჯი (27+15 მოხსნა), ლილარდი (21), მეტიუზი (21), ბატუმი (18).
ტ: დეროზანი (36+12 პასი), ლოური (23+8 პასი), ვალანჩუნასი (18), პატერსონი (13).

კლიპერსი-იუტა 102:87
19:21, 23:21, 34:23, 26:22
კ: ჯამ. კროუფორდი (27), გრიფინი (25+11 მოხსნა), დ. კოლისონი (11), ჯორდანი (10+14 მოხსნა).
ი: კანტერი (23+14 მოხსნა), ჯეფერსონი (19), ჰეივორდი (15), მარვ. უილიამსი (9+10 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული