ოლ სტარი 2014: სათადარიგოებიც დაასახელეს

AutoSharing Option
სრულად დაკომპლექტდა "ყველა ვარსკვლავის მატჩის" მონაწილე გუნდების შემადგენლობები. სასტარტო ხუთეულების გამოცხადების შემდეგ, NBA-მ აღმოსავლეთი და დასავლეთი კონფერენციების ნაკრებთა სათადარიგო მოთამაშეების სია გამოაქვენა.
საბოლოოდ, "ოლ სტარტის" შემადგენლობებმა ასეთი სახე მიიღო:

დასავლეთი
სასტარტოები
კობი ბრაიანტი (ლეიკერსი)
სტივენ კარი (გ. სტეიტი)
კევინ დურანტი (ოკლაჰომა)
ბლეიკ გრიფინი (კლიპერსი)
კევინ ლავი (მინესოტა)

სათადარიგოები
დირკ ნოვიცკი (დალასი)
ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონი)
დუაიტ ჰოვარდი (ჰიუსტონი)
კრის პოლი (კლიპერსი)
ტონი პარკერი (სან ანტონიო)
ლამარკუს ოლდრიჯი (პორტლენდი)
დამიენ ლილარდი (პორტლენდი)
მწვრთნელი: სკოტ ბრუქსი (ოკლაჰომა)

აღმოსავლეთი
სასტარტოები
ლებრონ ჯეიმსი (მაიამი)
დუეინ
უეიდი (მაიამი)
კარმელო ენტონი (ნიუ იორკი)
პოლ ჯორჯი (ინდიანა)
კაირი ირვინგი (კლივლენდი)

სათადარიგოები
კრის ბოში (მაიამი)
როი ჰიბერტი (ინდიანა)
დემარ დეროზანი (ტორონტო)
ჯო ჯონსონი (ბრუკლინი)
პოლ მილსეპი (ატლანტა)
ჟოაკიმ ნოა (ჩიკაგო)
ჯონ უოლი (ვაშინგტონი)
მწვრთნელი: ფრენკ ფოგელი (ინდიანა)

დასავლეთის შემადგენლობაში აუცილებლად მოხვდება ცვლილება, რადგან კობი ბრაიანტი ტრავმის გამო ვერ შეძლებს თამაშს. გარდა ამისა, კითხვის ნიშნის ქვეშ არის "კლიპერსის" გამთამაშებლის კრის პოლის თამაში. ამ მომენტისთვის, მცველი მხარის ტრავმას მკურნალობს, რომელიც იანვრის დასაწყისში მიიღო. ექიმები ჯერჯერობით ზუსტ პროგნოზს ვერ იძლევიან კალათბურთელის მოედანზე დაბრუნების თარიღის შესახებ.

კობი ბრაიანტის საქმე კარგად იქნება
ახალი ინფორმაცია ვრცელდება კობი ბრაიანტის შესახებ, რომელიც, სამწუხაროდ, გამოტოვებს "ყველა ვარსკვლავის მატჩს". NBA-ის ყველაზე ტიტულოვანმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა ფილ ჯექსონმა დარწმუნებით განაცხადა, რომ მძიმე ტრავმების მიუხედავად, "ლეიკერსის" ლიდერი ღირსეულად დაბრუნდება მოედანზე.

"ეჭვი არ მეპარება, რომ მოედანზე დაბრუნების შემდეგ, მისი შედეგიანობა მაინც მაღალი იქნება. გაიხსენეთ მაიკლ ჯორდანი: კარიერის ბოლოს, ის უპრობლემოდ აგროვებდა მატჩში 20 ქულას. ვფიქრობ, კობის ეს შესანიშნავად ესმის. ის ხომ კარგად მოქმედებს ფართან ზურგშექცევით, სტაბილურად ისვრის შორი მანძილიდან და კარგად იყენებს პარტნიორების ბლოკებს. ეს ყველაფერი ასე უცებ არ გაქრება", - აცხადებს ჯექსონი.

ამასოაბაში, გამოჯანმრთელდნენ "ლეიკერსის" სხვა ტრავმირებული მოთამაშეები. უკვე შეუდგნენ ვარჯიშებს სტივ ბლეიკი, ჯორდან ფარმარი და, რაც მთავარია, სტივ ნეში. ეს, რა თქმა უნდა, გააძლიერებს გუნდის უკანა ხაზს. მაგრამ გაუგებარია, რომელმა მათგანმა უნდა ამოაგდოს შემადგენლობიდან კენდალ მარშალი, რომელიც ბოლო დროს ბრწყინვალე თამაშს აჩვენებს.

კომისარი შეიცვალა
კვირას, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისრის თანამდებობა ოფიციალურად დატოვა დევიდ სტერნმა, რომელიც ზუსტად 30 წელი ხელმძღვანელობდა ლიგას - 1984 წლის პირველი თებერვლიდან.

ამ გადაწყვეტილების შესახებ 2012 წლის ოქტომბრიდან იყო ცნობილი, გასულ წელს კი სტერნმა გამოაცხადა, რომ ახალი კომისარი გახდებოდა მისი თანაშემწე ადამ სილვერი. ამ უკანასკნელმა პირველი თებერვლიდან დაიწყო მუშაობა ახალ თანამდებობაზე.

სტერნის ხელმძღვანელობის პერიოდში, NBA-ში შვიდი ახალი კლუბი გამოჩნდა: "შარლოტ ჰორნეტსი" (მოგვიანებით ნიუ ორლეანში გადავიდა და ახლა "პელიკანსი" ჰქვია), "მინესოტა ტიმბერვულვზი", "მაიამი ჰიტი", "ორლანდო მეჯიქი", "ვანკუვერ გრიზლისი" (ამჟამად მემფისში თამაშობს), "ტორონტო რეპტორზი" და "შარლოტ ბობკეტსი". გარდა ამისა, ლიგაში შემოიღეს დრესკოდი და დრაფტლატარია.

ბაინუმი "ინდიანამ" შეიკედლა
აღმოსავლეთი კონფერენციის ლიდერმა "ინდიანა პეისერსმა" კონტრაქტი გააფორმა ცენტრ ენდრიუ ბაინუმთან, - იტყობინება კლუბის ოფიციალური ვებგვერდი. კალათბურთელი შეუზღუდავი უფლებების თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა და ახლა, წლევანდელი სეზონის ბოლომდე ითამაშებს "პეისერსის" რიგებში.

შეგახსენებთ, რომ იანვრის დასაწყისში ბაინუმი "კლივლენდიდან" "ჩიკაგოში" გაცვალეს, "ბულზმა" კი მაშინვე გაწყვიტა მასთან ხელშეკრულება სახელფასო ბიუჯეტის განტვირთვისთვის. მანამდე კი "კავალიერზმა" ბაინუმი ვარჯიშებს ჩამოაშრა. მიმდინარე სეზონში ცენტრმა 24 მატჩი ჩაატარა რეგურალური ჩემპიონატში და საშუალოდ, 8.4 ქულა და 5.3 მოხსნა დააგროვა. მას 26 დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია რეგულარულ ჩემპიონატში.

რობინსონმა სეზონი დაასრულა
"დენვერ ნაგეტსის" მცველი ნეიტ რობინსონი სეზონის ბოლომდე ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას მუხლის ტრავმის გამო. კალათბურთელმა ეს დაზიანება "შარლოტთან" პარასკევის მატჩისას მიიღო.

როგორც ამერიკული პრესა წერს, რობინსონს უკვე გაუკეთეს ოპერაცია და აღდგენით კურსს რამდენიმე თვე დასჭირდება. წლევანდელ სეზონში მან 44 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 10.4 ქულა და 2.5 შედეგიანი პასი დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული