"ლეიკერსი" გასოლს იშორებს

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ხელმძღვანელობა ახალი გუნდის შექმნაზე ზრუნავს და თავისი ცენტრის, პაუ გასოლის "ფინიქსში" გაცვლის შესაძლებლობას განიხილავს, - წერს "ლოს ანჯელეს თაიმსი". სანაცვლოდ, კალიფორნიელები 2014 წლის დრაფტის პირველ რაუნდში არჩევანისა და ცენტრ ემეკა ოკაფორის მიღებას იმედოვნებენ.

"სანზიც" უარს არ იქნება ნიგერიელის გაშვებაზე, რომელიც წელს ერთხელაც არ გასულა მოედანზე კისრის ტრავმის გამო. რაც შეეხება გასოლს, მასაც რეგულარული პრობლემები აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მიმდინარე სეზონში ესპანელმა 44 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 17.0 ქულა და 10.2 მოხსნა დააგროვა.

* * *
სლოვენიელი მცველი საშა
ვუიაჩიჩი, რომელიც შეუზღუდავი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, ახლოსაა "ლოს ანჯელეს კლიპერსში" ჩარიცხვასთან. მხარეებმა უკვე შეათანხმეს კონტრაქტის ყველა დეტალი. თუ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის, სლოვენიელის დებიუტი "კლიპერსის" შემადგენლობაში "დენვერთან" უახლოეს მატჩში შედგება.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს 29 წლის კალათბურთელმა დატოვა "ნიუ ჯერსი" და ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა "ეფეს პილსენთან". ხელშეკრულება ზაფხულში ამოიწურა და კალათბურთელი თავისუფალი აგენტების ბაზარზე იყო გასული.

* * *
"ჩიკაგო ბულზის" ხელმძღვანელობა უახლოეს ხანში ორ კალათბურთელთან გამოთხოვებას აპირებს. გაცვლის მთავარი კანდიდატები არიან - მცველი კირკ ჰაინრიხი და ფორვარდი მაიკ დანლივი. ჯერჯერობით არაფერს იტყობინებიან იმის შესახებ, არსებობს თუ არა ამ კალათბურთელების მიმართ სხვა კლუბების დაინტერესება.

ამ სეზონში ჰაინრიხის სტატისტიკა 8.1 ქულას შეადგენს, დანლივისა - 11.2 ქულას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული