NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ტიმ დანკანს მემკვიდრემ მოუგო

AutoSharing Option
გუშინ, ჰიუსტონში ერთმანეთს შეხვდნენ ამ მომენტისთვის ნომინალურად NBA-ის საუკეთესო გუნდები. "ჰიუსტონი" და "გოლდენ სტეიტი" დაუმარცხებლები იყვნენ მიმდინარე სეზონში და თან ჩაგდებული და გაშვებული ქულების საუკეთესო შეფარდება ჰქონდათ.

თუმცა "როკეტსი" სერიოზული დანაკლისით შეხვდა აღნიშნულ შეხვედრას. მაღალი ტემპერატურის გამო არ თამაშობდა დუაიტ ჰოვარდი, ხოლო პატრიკ ბევერლი და ტერენს ჯონსი ტრავმებს იშუშებენ. მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა უკეთ დაიწყეს და პირველი მეოთხედის ბოლოს 8-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს.

მაგრამ ტექსასელებმა აღებული ტემპის შენარჩუნება ვერ შეძლეს. "როკეტსის" რეალიზაციის პროცენტი სულ უფრო დაბლა იწევდა, "გოლდენ სტეიტის" რიგებში კი თამაში
წაუვიდა სტივენ კარის.

მატჩის ბოლოს "მეომრების" ლიდერს ცხრიდან ექვსი გამოყენებული სამქულიანი დაუგროვდა, თან ფარქვეშ საფირმო შესვლებსაც არ ივიწყებდა. საბოლოოდ, კარის 34 ქულა გახდა გამარჯვების მთავარი ფაქტორი.

"სუპერმენის" გარეშე მოთამაშე "ჰიუსტონმა" სეზონში პირველი მატჩი წააგო, "მეომრებმა" კი პირველად ბოლო 20 წლის განმავლობაში რეგულარული ზედიზედ ხუთი მოგებით დაიწყეს. "გოლდენ სტეიტი" ჯერჯერობით ერთადერთი წაუგებელი გუნდია ჩემპიონატში. ბრწყინვალე სტარტია დებიუტანტი მწვრთნელისთვის სტივენ კარისთვის!

* * *
სერიოზული ინტრიგა ახლდა თან "სან ანტონიოსა" და "ნიუ ორლეანის" შეხვედრას: ბოლო ათწლეულის საუკეთესო მძიმე ფორვარდი ტიმ დანანი მისი პოტენციური წინამორბედის ენტონი დევისის წინააღმდეგ. თუმცა თუ ორლეანელთა რიგებში თამაში მართლაც დევისს მიჰყავდა, "სან ანტონიოში" დიდ შესვენებამდე ბრწყინავდა ტონი პარკერი, რომელმაც პირველ ტაიმში 22 ქულა დააგროვა.

თუმცა შემდეგ ფრანგი მეორე პლანზე გადავიდა, რითაც "პელიკანებმა" კარგად ისარგებლეს და ინიციატივა მოიპოვეს. სირენამდე ხუთი წუთით ადრე სტუმრები 10 ქულას იგებდნენ, გრეგ პოპოვიჩმა კი მოედნიდან გაიყვანა დანკანი, პარკერი და ჯინობილი. ვინ იფიქრებდა, რომ ამით "სპურსის" მწვრთნელი შეხვედრას ინტრიგას დაუბრუნდებდა.

თავისი ბრწყინვალე ტრიოს გარეშე "სან ანტონიომ" 15:4 გაქცევა შეასრულა. ყველაზე დიდი წვლილი ამაში 2014 წლის ფინალის MVP-ს კავაი ლეონარდს მიუძღვის, რომელმაც ძალიან ბევრი იმუშავა დაცვასა და შეტევაში. მისი ზუსტი ტყორცნის შემდეგ "სპურსმა" 45 წამით ადრე სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა. მაგრამ ეს არ იყო ყველაფერი. შემდეგ შეტევაში ერიკ გორდონი დენი გრინზე მაშინ დაჯარიმდა, როცა ეს უკანასკნელი სამქულიანს ისროდა. "სპურსის" სნაიპერმა სამივე ჯარიმა გამოიყენა და "სან ანტონიო" წინ გავიდა - 99:98.

მაგრამ ბოლო სიტყვა მატჩში მაინც დევისმა თქვა. ბოლო შეტევაში მან ბურთი საჯარიმოს ხაზთან მიიღო, ოდნავი პაუზა გააკეთა და ჯიქურ წავიდა ფარისკენ. ათლეტიზმისა და გრძელი ხელების წყალობით მან გარღვევა ზუსტი სროლით დაასრულა და "ნიუ ორლეანმა" სტუმრად დაამარცხა ჩემპიონი.

ტიმ დანკანს კი შეუძლია თავი იმით დაიმშვიდოს, რომ კარიერაში მე-800 ორმაგი დუბლი შეასრულა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია მოქმედ კალათბურთელებს შორის.

კლიპერსი-პორტლენდი 106:102
33:38, 20:24, 26:17, 27:23
კ: რედიკი (30), გრიფინი (23), პოლი (22+11 პასი), კროუფორდი (20), ჯორდანი (6+14 მოხსნა+5 ჩაჭრა).
პ: ლილარდი (25+8 პასი+7 მოხსნა), ოლდრიჯი (21+10 მოხსნა), ლოპესი (19+7 მოხსნა), მეტიუზი (14), ბატუმი (10+8 მოხსნა+8 პასი).

ინდიანა-ვაშინგტონი 90:97
14:32, 21:22, 30:19, 25:24
ი: ჰილი (28+3 ჩაჭრა), კოუპლენდი (14), სლოუნი (13).
ვ: უოლი (18+4 ჩაჭრა), ნენე (17+7 მოხსნა+5 პასი), სერაფინი (13), გორტატი (12+7 მოხსნა), პირსი (12).

მაიამი-მინესოტა 102:92
29:13, 24:28, 27:28, 22:23
მაი: უეიდი (25+8 პასი), ბოში (24+7 მოხსნა), დენგი (14), კოული (11+6 პასი).
მინ: პეკოვიჩი (19+11 მოხსნა), იანგი (16), მუჰამედი (13), დიენგი (12), უიგინსი (10).

ატლანტა-ნიუ იორკი 106:96
20:32, 28:29, 27:13, 28:22
ა: კორვერი (27+3 დაფარება), ტიგი (19+5 პასი), კეროლი (12+7 მოხსნა), მილსეპი (11+13 მოხსნა), შრიოდერი (11+5 ჩაჭრა).
ნ-ი: ენტონი (20+9 მოხსნა), შამპერტი (19+7 პასი), ჰარდუეი (15), სტაუდმაიერი (14+9 მოხსნა).

ჩიკაგო-ბოსტონი 101:106
25:20, 16:36, 26:27, 34:23
ჩ: ბრუქსი (26+8 პასი), პ. გასოლი (19+9 მოხსნა), ბატლერი (16), შოა (13+11 მოხსნა+6 პასი), დანლივი (13).
ბ: ტერნერი (19+6 პასი), ოლინიკი (18+11 მოხსნა), გრინი (14), ბრედლი (13), ტორნტონი (11), სალინჯერი (10+8 მოხსნა), ზელერი (10+7 მოხსნა).

ჰიუსტონი-გ. სტეიტი 87:98
29:25, 27:23, 13:28, 18:22
ჰ: ჰარდენი (22+7 მოხსნა+7 პასი), კანაანი (21), მოტეიუნასი (16+8 მოხსნა), ტერი (11), არიზა (7+11 მოხსნა), პაპანიკოლაუ (2+10 მოხსნა+3 ჩაჭრა).
გ-ს: კარი (34+10 მოხსნა+5 პასი+4 ჩაჭრა), იგუოდალა (15), გრინი (14+8 მოხსნა), ტომპსონი (11+6 პასი), ბოგუტი (8+18 მოხსნა+4 დაფარება).

სან ანტონიო-ნიუ ორლეანი 99:100
23:30, 30:25, 18:26, 28:19
ს-ა: პარკერი (28), ჯინობილი (17), გრინი (16), ლეონარდი (14+14 მოხსნა), დანკანი (11+10 მოხსნა).
ნ-ო: დევისი (27+11 მოხსნა+6 დაფარება+4 ჩაჭრა), ევანსი (18+5 პასი), ჰოლიდეი (15+11 პასი+3 ჩაჭრა), გორდონი (14).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული