პირველად თავისი ოცწლიანი არსებობის ისტორიაში, "ტორონტო" აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერი გახდა. კანადელებმა ამ სეზონში სარეკორდო 120 ქულა დააგროვეს "ფილადელფიასთან" მატჩში, რაც 56-პროცენტიანი სიზუსტის დამსახურებაა. "სიქსერზი" ჯერჯერობით მოუგებელია რეგულარულ ჩემპიონატში.
ტორონტო-ფილადელფია 120:88
33:20, 27:25, 28:18, 32:25
ტ: დეროზანი (24+6 მოხსნა), როსი (17), უილიამსი (16), ლაური (14), ვასკესი (13+6 პასი), ვალანჩუნასი (12).
ფ: როტენი (18+5 პასი), ჯონსონი (16+3 ჩაჭრა), შვედი (14), სიმსი (12+8 მოხსნა), მაკდანიელსი (11+4 დაფარება).
"ოკლაჰომა" დურანტისა და უესტბრუკის გარეშე მხოლოდ საკუთარ მოედანზე იგებს. "საკრამენტოს" დამარცხება იოლი საქმე არ იყო, რადგან ეს გუნდი ხუთმატჩიანი მოგებათა სერიით იწონებდა თავს. მასპინძლების რიგებში ლიდერის რანგში მოგვევლინა რეჯი ჯექსონი, რომელმაც მეოთხე მეოთხედში 11 ქულა ჩააგდო.
ოკლაჰომა-საკრამენტო 101:93
24:17, 28:22, 15:26, 34:28
ო: ჯექსონი (22+6 პასი), ლემბი (17+9 მოხსნა), იბაკა (14+9 მოხსნა+4 დაფარება), ტელფეირი (14), კოლისონი (10+7 მოხსნა).
ს: გეი (23+10 მოხსნა+6 პასი), კაზინსი (16+7 მოხსნა+4 ჩაჭრა), მაკლემორი (16), კოლისონი (12+7 პასი).
* * *
2011 წლის ფინალში დამარცხების შემდეგ "მაიამის" ერთხელაც არ წაუგია "დალასთან" და ეს სერია უკვე ზედიზედ შვიდ გამარჯვებას ითვლის. "ჰიტის" რიგებში ჯერჯერობით საუკეთესო მატჩი ჩაატარა ლუოლ დენგმა, რომელმაც 30 ქულა დააგროვა და თან მთლიანად გამოთიშა თამაშიდან პარსონსი. მაქსიმალური კონტრაქტის მქონე კალათბურთელმა ბოლო ორ მატჩში 20-დან მხოლოდ 4 ბურთი ჩააგდო.
დალასი-მაიამი 96:105
20:29, 24:26, 23:28, 29:22
დ: ელისი (23+5 პასი), ნოვიცკი (17+6 მოხსნა), ჩენდლერი (16+15 მოხსნა), კრაუდერი (15), ნელსონი (11+5 პასი).
მ: დენგი (30), ბოში (20+10 მოხსნა+5 პასი), უეიდი (20+10 პასი), ჩელმერსი (18).
* * *
რეგულარულ ჩემპიონატში აღარ დარჩა დაუმარცხებელი გუნდი. "ფინიქსმა" მეოთხე მეოთხედში გაანადგურა "გოლდენ სტეიტი" და "მეომრებს" სეზონში" პირველი მარცხი აგემა. "უორიორზს" აკლდა ტრავმირებული კლეი ტომპსონი. გარდა ამისა, ჩააგდო მეორე ტაიმი სტივ კარიმ. სტუმრებმა ჯამში 27 შეცდომა დაუშვეს და აქედან 10 სწორედ კარიზე მოდის.
ფინიქსი-გ. სტეიტი 107:95
28:30, 19:28, 24:21, 36:16
ფ: ტომასი (22+7 პასი), დრაგიჩი (19+3 ჩაჭრა), გრინი (19), მარკუს მორისი (17+9 მოხსნა).
გ-ს: კარი (28+10 პასი+5 ჩაჭრა), გრინი (22+9 მოხსნა+4 დაფარება), ბარნსი (12+9 მოხსნა), ბარბოზა (12).
* * *
"დენვერის" რიგებში დაბრუნდა ტაი ლოუსონი, დისკვალიფიკაცია მოიხადა ჯეი ჯეი ჰიქსონმა, მაგრამ "ნაგეტსმა" მაინც წააგო ზედიზედ მეხუთე მატჩი. "პორტლენდმა" 31-დან 16 სამქულიანი ჩააგდო. გარდა ამისა, კოლორადოელებმა ვერ შეძლეს ლამარკუს ოლდრიჯის შეჩერება, რომელმაც 28 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. "პორტლენდისთვის" ერთადერთი ნეგატივი ის იყო, რომ ტრავმა მიიღო ნიკოლა ბატუმმა. დაზიანების ხარისხზე ჯერ არაფერია ცნობილი.
პორტლენდი-დენვერი 116:100
36:27, 28:29, 21:17, 31:27
პ: ოლდრიჯი (28+9 მოხსნა), მეტიუზი (21+6 მოხსნა), ლოპესი (12+9 მოხსნა+3 დაფარება), კამანი (12+8 მოხსნა+5 დაფარება), ლილარდი (11+7 პასი), ბატუმი (10+9 მოხსნა).
დ: ფარიდი (19+7 მოხსნა+3 დაფარება), ლოუსონი (18+6 მოხსნა+8 პასი), აფლალო (18), ჰიქსონი (8+10 მოხსნა), მოზგოვი (7+16 მოხსნა+3 დაფარება).
* * *
სეზონში პირველი მოგება გაიფორმა "ლეიკერსმა". კალიფორნიელებს პირველი ტაიმი კარგს არაფერს უქადდა, მაგრამ მეორე ტაიმში მასპინძლებმა 25:6 გაქცევა მოაწყვეს და აღარ მისცეს მეტოქეს მიახლოების საშუალება. არადა, მეოთხე მეოთხედში კობი ბრაიანტმა მხოლოდ ერთი ბურთი მოათავსა კალათში.
ლეიკერსი-შარლოტი 107:92
18:25, 24:26, 34:13, 31:28
ლ: ლინი (21+7 პასი), ბრაიანტი (21+6 მოხსნა), ბუზერი (16+5 მოხსნა), ჰილი (12+6 მოხსნა+7 პასი), დევისი (10).
შ: ჯეფერსონი (23+8 მოხსნა), უოკერი (17), ნილი (14), მარვ. უილიამსი (11), სტივენსონი (6+10 მოხსნა+5 პასი).
ბრუკლინი-ორლანდო 104:96
24:23, 26:29, 31:25, 23:19
ბ: ბოიან ბოგდანოვიჩი (22+6 მოხსნა), უილიამსი (18+7 პასი), ჯონსონი (13), პლამლი (12+10 მოხსნა), ლოპესი (12+3 დაფარება), გარნეტი (8+8 მოხსნა+7 პასი).
ო: ვუჩევიჩი (27+12 მოხსნა), ფურნიე (19+5 პასი), ფრაი (13), ჰარისი (11), რიდნური (11).
დეტროიტი-იუტა 96:97
21:27, 31:25, 27:22, 17:23
დ: ჯენინგსი (23+5 პასი), მონრო (19+11 მოხსნა), სმიტი (13+9 მოხსნა), დრამონდი (11+18 მოხსნა), კოლდუელ-პოუპი (11).
ი: ჰეივორდი (17+3 ჩაჭრა), ფეივორსი (16+12 მოხსნა), კანტერი (14+11 მოხსნა), ბერკსი (14), ინგლსი (10).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"