ბავშვზე მოძალადე სუპერმენი

AutoSharing Option
"ჰიუსტონ როკეტსის" ძირითადი ცენტრი დუაიტ ჰოვარდი ეჭვმიტანილია საკუთარი შვიდი წლის ვაჟის მიმართ სასტიკ მოპყრობაში, - წერს გამოცემა The Detroit News-ი.

კობის ოლქის პოლიციამ 28 წლის კალათბურთელის საქმეზე გამოძიება დაიწყო, რომლის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობას ამ საქმესთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

კალათბურთელის ადვოკატის, დევიდ მარკუსის თქმით, ჰოვარდის დადანაშაულება ბავშვის მიმართ ძალადობაში უკავშირდება კალათბურთელის ყოფილი მეუღლის სურვილს - მოიგოს ბავშვზე მეურვეობის უფლება. ამჟამად სასამართლო პროცესი ფლორიდაში მიმდინარეობს. ბავშვის დედას, როის რიდს ჰოვარდი დაახლოებით ორი წლის წინ
დაშორდა.

საინტერესოა, რომ რამდენიმე თვის წინ ფლორიდის პოლიციამ უკვე დაადანაშაულა ჰოვარდი ანალოგიურ საქციელში, მაგრამ მაშინ საქმის გამოძიებას შედეგი არ მოჰყოლია და 2014 წლის სექტემბერში საქმე დაიხურა.

ჰოვარდი 10 წელია, რაც ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში თამაშობს. 2013 წელს მან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა "ჰიუსტონთან" და ჯამში 88 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. "სუპერმენმა" რვაჯერ ითამაშა "ყველა ვარსკვლავის მატჩში", სამჯერ აღიარეს სეზონის საუკეთესო დამცველად. 2008 წელს ჰოვარდი აშშ-ის ნაკრებთან ერთად პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული