"ნაიკი" კობი ბრაიანტს ელოდება

AutoSharing Option
კომპანია Nike-მა დააანონსა ახალი დიზაინით შექმნილი სპორტული ფეხსაცმლის გამოსვლა.

მისი პრეზენტაცია შედგება მაშინ, როცა "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი კარიერაში მოპოვებული ქულების რაოდენობით ლეგენდარულ მაიკ ჯორდანს გაუსწრებს.

ამ მომენტისთვის "ლეიკერსის" მცველი 32 320 ქულით მეოთხე ადგილზეა NBA-ს ყველა დროის ყველაზე შედეგიან კალათბურთელებს შორის და მესამე პოზიციაზე მყოფ ჯორდანს 62 ქულით ჩამორჩება. აღვნიშნავთ, რომ ამ სეზონში ბრაიანტი საშუალოდ მატჩში 25.2 ქულას აგროვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული