ორივე გუნდს აკლდა ძირითადი ცენტრი ენდრიუ ბოგუტისა და დუაიტ ჰოვარდის სახით. მატჩის პირველ ტაიმში ტექსასელებმა 11 ქულით წინ გასვლა მოახერხეს, მაგრამ მასპინძლებმა მალე 9:0 სპურტით უპასუხეს, რის შემდეგაც ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა სოლიდური სხვაობის მოპოვებას.
ასე გრძელდებოდა იმ ტაიმ-აუტამდე, რომელიც "ჰიუსტონმა" საფინალო სირენამდე 5 წუთითა და 44 წამით ადრე აიღო, როცა "გოლდენ სტეიტი"
ასეთმა დარტყმამ ნოკაუტში ჩააგდო "ჰიუსტონი", რომელსაც აღარც დრო და აღარც რესურსი არ დარჩა თამაშის გადასარჩენად. მატჩის დასრულებამდე წუთითა და 12 წამით ადრე კევინ მაკჰეილმა სასტარტო ხუთეულის წევრები მოედნიდან გაიყვანა, რითაც კაპიტულაცია გამოაცხადა.
გ. სტეიტი-ჰიუსტონი 105:93
23:30, 23:16, 27:30, 32:17
გ-ს: ტომპსონი (21), ბარნსი (20+7 მოხსნა), კარი (20+7 მოხსნა+7 პასი), სპეიტსი (15+8 მოხსნა), გრინი (11+8 მოხსნა+4 ჩაჭრა).
ჰ: ჰარდენი (34+8 მოხსნა+4 ჩაჭრა), მოტეიუნასი (18+6 მოხსნა), არიზა (18+6 მოხსნა), ბევერლი (12+6 მოხსნა+5 პასი).
ჩიკაგო-ბრუკლინი 105:80
20:25, 31:26, 26:17, 28:12
ჩ: როუზი (23), ბატლერი (18), პ. გასოლი (16+16 მოხსნა+4 დაფარება), დანლივი (14), გიბსონი (11+10 მოხსნა+6 დაფარება), მიროტიჩი (10+6 მოხსნა).
ბ: უილიამსი (17+5 პასი), გარნეტი (13+7 მოხსნა), ანდერსონი (12), ჯორდანი (10+6 მოხსნა).
შარლოტი-ბოსტონი 96:87
22:16, 18:29, 33:21, 23:21
შ: ჯეფერსონი (23+14 მოხსნა), უოკერი (18+7 პასი+3 ჩაჭრა), სტივენსონი (13).
ბ: გრინი (16), ტორნტონი (16), ზელერი (13+8 მოხსნა), რონდო (12+10 მოხსნა+10 პასი), ბასი (10).
ინდიანა-კლიპერსი 96:103
25:33, 24:21, 16:28, 31:21
ი: მაილზი (30), ალენი (14+13 მოხსნა), სკოლა (12+14 მოხსნა), კოუპლენდი (10), სტაკი (10+6 პასი).
კ: კროუფორდი (18), პოლი (17+15 პასი+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), გრიფინი (17+10 მოხსნა+5 პასი), რედიკი (16), ჯორდანი (12+19 მოხსნა+3 დაფარება), ბარნსი (11).
სან ანტონიო-ნიუ იორკი 109:95
29:26, 27:26, 38:21, 15:22
ს-ა: ბელინელი (22), გრინი (13), დიაო (12), ეირსი (11+6 მოხსნა), ბონერი (10), ბეინსი (10), დეი (10).
ნ-ი: ჰარდუეი (23), სმიტი (14), ოლდრიჩი (10).
ორლანდო-ვაშინგტონი 89:91
21:26, 23:19, 31:22, 14:24
ო: ოლადიპო (17+6 მოხსნა), ჰარისი (15+6 მოხსნა), პეიტონი (12+6 მოხსნა), ო'ქუინი (10+6 მოხსნა), ფრაი (10+3 დაფარება).
ვ: უოლი (21+11 პასი+6 მოხსნა), ნენე (12+6 მოხსნა), ჰემფრიზი (11), გორტატი (10).
ატლანტა-ფილადელფია 95:79
25:21, 22:17, 21:20, 27:21
ა: კორვერი (17+3 ჩაჭრა), მილსეპი (17+8 მოხსნა), კეროლი (14+11 მოხსნა+3 ჩაჭრა), მუსკალა (12+7 მოხსნა), ჰორფორდი (11+7 მოხსნა).
ფ: შვედი (13), მბა ა მუტე (12+5 ჩაჭრა), გრანტი (10), მაკდანიელსი (10), კარტერ-უილიამსი (8+10 მოხსნა+9 პასი).
მინესოტა-პორტლენდი 90:82
20:16, 24:20, 22:15, 24:31
მ: უიგინსი (23+10 მოხსნა), ბრიუერი (19+8 მოხსნა+5 პასი+5 ჩაჭრა), იანგი (13+3 ჩაჭრა), მუჰამადი (11+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), ლავინი (10+5 პასი), ედრიენი (8+11 მოხსნა).
პ: ლილარდი (23+7 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), მეტიუზი (18), ოლდრიჯი (10+9 მოხსნა).
დალასი-ნიუ ორლეანი 112:107
25:15, 22:36, 30:27, 35:29
დ: ელისი (26+5 პასი), ნოვიცკი (20+6 მოხსნა), პარსონსი (20), ჰარისი (20).
ნ-ო: დევისი (31+11 მოხსნა), ჰოლიდეი (30+10 პასი+3 ჩაჭრა), ანდერსონი (13), აშიქი (6+15 მოხსნა).
დენვერი-მაიამი 102:82
22:21, 26:27, 31:14, 23:20
დ: ჩენდლერი (17+8 მოხსნა), აფლალო (16), ფარიდი (13+8 მოხსნა), გრინი (11), ლოუსონი (10+9 პასი+3 ჩაჭრა).
მ: ბოში (14), დენგი (12), ჩელმერსი (11), უეიდი (10+5 პასი).
ლეიკერსელები ვერ სუნთქავენ
"ლოს ანჯელეს ლეიკერსი" შეუერთდა ანტირასისტულ აქციას ქალაქ ფერგიუსონში მოკლული შავკანიანი მოზარდის მხარდასაჭერად.რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩზე კალიფორნიელები შავი მაისურებით გავიდნენ მოედანზე, რომელზეც იყო წარწერა - I can't breathe ("ვერ ვსუნთქავ").
"ამგვარი აქციით ჩვენ არა მხოლოდ მხარს ვუჭერთ რასიზმის წინააღმდეგ მიმართულ აქციას, არამედ პროფესიონალი სპორტსმენების დასაცავადაც გამოვდივართ. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის ძირითადი ღირსება - მისი დემოკრატიული ფასეულობებია. თუ ჩვენ აღარ გვექნება უფლება - ვილაპარაკოთ ის, რასაც ვფიქრობთ, დავკარგავთ იმას, რასაც ჩვენი სახელმწიფო ეფუძნება", - განაცხადა "ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრაიანტმა.
მაისურებზე განთავსებული ფრაზა 18 წლის აფროამერიკელმა მაიკლ ბრაუნმა წარმოთქვა მას შემდეგ, რაც მას ქალაქ ფერგიუსონში პოლიციელმა ესროლა, თანაც იმ დროს, როცა ბიჭს ხელები მაღლა ჰქონდა აწეული. სამართალდამცველების ვერსიით, ბრაუნი თავად დაესხა თავს პოლიციელს, რასაც რამდენიმე მოწმე ადასტურებს.
ამ ინციდენტის შემდეგ ფერგიუსონში დიდი არეულობა იყო, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სხვა ქალაქებსაც გადაედო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"