39 წლის რეი ალენი ისევ აქტუალურია

AutoSharing Option
39 წლის მცველი რეი ალენი, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, NBA-ის ხუთი კლუბის ინტერესთა სფეროში მოექცა. კალათბურთელისთვის კონტრაქტის შესათავაზებლად მზად არიან - "სან ანტონიო", "კლივლენდი", "ვაშინგტონი", "ჩიკაგო" და "გოლდენ სტეიტი".

ალენი თავის მომავალზე გადაწყვეტილებას 2015 წლის დასაწყისში მიიღებს.

* * *

"ბრუკლინის" ხელმძღვანელობა მოელაპარაკა "ფილადელფიას" გაცვლაზე, რომლის მონაწილე გახდება რუსი ფორვარდი ანდრეი კირილენკო.

33 წლის კალათბურთელის გარდა, "ფილადელფია" მიიღებს მცველ ხორხე გუტიერესს, 2020 წლის დრაფტის მეორე რაუნდში არჩევის უფლებას და 3.4 მილიონ დოლარს. "ბრუკლინში" კი გაემგზავრება ბრენდონ დევისი.

ეს გარიგება
"ნეტსს" 12 მილიონის ეკონომიის საშუალებას მისცემს, რადგან კირილენკო წელიწადში 3.3 მილიონ დოლარს იღებს და "ბრუკლინი" იძულებულია ჯარიმის სახით ოთხჯერ მეტი თანხა გადაიხადოს სახელფასო ბიუჯეტის ლიმიტის დარღვევისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული