წინა რეკორდი დენის სკოტს ეკუთვნოდა, რომელსაც 1000 სამქულიანის ჩასაგდებად 457 მატჩი დასჭირდა. იმასაც დავამატებთ, რომ NBA-ს ყველა დროის რეკორდსმენმა ზუსტი სამქულიანების რაოდენობით, ვეტერანმა მცველმა რეი ალენმა ეს ზღვარი 473 მატჩის შემდეგ გადალახა.
გ. სტეიტი-ინდიანა 117:102
23:28, 27:22, 34:26, 33:26
გ-ს: ტომპსონი (40), კარი (21+15 პასი+4 ჩაჭრა), სპეიტსი
ი: ს. ჰილი (21), უესტი (16+7 მოხსნა), სკოლა (14+6 მოხსნა), სლოუნი (14+5 პასი), მაილზი (13), ალენი (12+9 მოხსნა).
* * *
თუ სტივ კარი დღის მთავარი რეკორდსმენი გახდა, "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი გუშინდელი სათამაშო დღის მთავარ ანტიგმირად უნდა მოვნათლოთ. ვეტერანმა ვარსკვლავმა ლოსანჯელესურ დერბიში თამაშიდან 12-ჯერ ისროლა და მხოლოდ ორი ტყორცნა მოათავსა კალათში, მისმა შედეგიანობამ კი 4 ქულა შეადგინა.
ეს ქულების ყველაზე ნაკლები რაოდენობაა, რაც ბრაიანტს NBA-ს კარიერაში მოუპოვებია, როცა ერთ მატჩში მინიმუმ 12 ტყორცნას ასრულებდა. ადრე კობისთვის ყველაზე უარესი მაჩვენებელი იყო 2010 წელს "შარლოტთან" მატჩში მოგროვებული 5 ქულა.
გარდა ამისა, "ლეიკერსის" ლიდერმა გაიმეორა შედეგიანობის პირადი ანტირეკორდი იმ მატჩებში, რომლებშიც მინიმუმ 28 წუთი იმყოფებოდა მოედანზე.
კლიპერსი-ლეიკერსი 114:89
34:24, 36:24, 29:15, 15:26
კ: გრიფინი (27+9 მოხსნა+8 პასი+3 ჩაჭრა), პოლი (24+11 პასი+3 ჩაჭრა), ბარნსი (19), ჯორდანი (10+13 მოხსნა+3 დაფარება), რედიკი (10).
ლ: კლარკსონი (14), ელინგტონი (13), ჰილი (13), ლინი (12), იანგი (11), ბუზერი (10).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"