NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კირილენკო დასჯილია

AutoSharing Option
"ფილადელფია სიქსერზმა" დისკვალიფიკაცია მისცა რუს ფორვარდს, ანდრეი კირილენკოს, თან ხელფასიც შეუჩერა კალათბურთელს იმის გამო, რომ ის არ შეუერთდა გუნდს ამას წინათ განხორციელებული ტრეიდის შემდეგ.

კირილენკოს სურვილი იყო - "ფილადელფიას" გაეშვა შემადგენლობიდან და კომპენსაციის სახით 3.3 მილიონი დოლარი გადაეხადა. ამჟამად რუსი ნიუ იორკში იმყოფება და არ შეუძლია ქალაქის დატოვება მეუღლის ავადმყოფობის გამო.

შეგახსენებთ, რომ კირილენკო "ბრუკლინიდან" "ფილადელფიაში" გასული წლის დეკემბერში გადავიდა. "სიქსერზის" გენერალურმა მენეჯერმა სემ ჰინკიმ განაცხადა, რომ არ აპირებს ფორვარდთან კონტრაქტის გაუქმებას.

"ფილადელფიამ" უკვე აცნობა ლიგას კირილენკოს დისკვალიფიკაციის შესახებ.

* * *
"ბოსტონმა" გაცვლის დეტალები შეათანხმა "მემფისთან", რომლის მიხედვითაც, "გრიზლისი" მიიღებს ფორვარდ ჯეფ გრინს, სანაცვლოდ კი, "სელტიქსში" გაუშვებს ფორვარდ ტაიშონ პრინსს და ასევე, დათმობს მომავალ დრაფტზე პირველ რაუნდში არჩევის უფლებას.

გარდა ამისა, "ბოსტონმა" "ფინიქსში" გაუშვა ცენტრი ბრენდან რაიტი და ამ შემთხვევაშიც სანაცვლოდ დრაფტის პირველ რაუნდში არჩევანი ერგო.

ნიუ იორკი-შარლოტი 82:110
18:21, 13:41, 13:27, 38:21
ნ-ი: ეისი (18), ჰარდუეი (15), ლარკინი (12).
შ: უოკერი (28), ჰეირსტონი (15), ბიიომბო (14+12 მოხსნა), რობერტსი (14+5 პასი), კიდ-გილკრისტი (10+9 მოხსნა).

კლიპერსი-დალასი 120:100
30:24, 26:24, 32:24, 32:28
კ: გრიფინი (22+7 მოხსნა+6 პასი), კროუფორდი (19), ბარნსი (18+6 მოხსნა), პოლი (17+13 პასი), რედიკი (16), ჯორდანი (13+15 მოხსნა).
დ: ნოვიცკი (25+6 მოხსნა), ელისი (23+6 პასი), პარსონსი (12).

დეტროიტი-ბრუკლინი 98:93
22:21, 25:26, 27:22, 24:24
დ: ჯენინგსი (20+11 პასი), მონრო (16+17 მოხსნა), დრამონდი (14+9 მოხსნა), ჟერებკო (11+7 მოხსნა), სინგლერი (11).
ბ: ჯონსონი (17), პლამლი (14), ბოგდანოვიჩი (14), ანდერსონი (13), ლოპესი (11+15 მოხსნა), მორისი (10).

ფილადელფია-ინდიანა 93:92
19:21, 24:28, 29:21, 21:22
ფ: როუტენი (20+9 პასი), კოვინგტონი (16), კარტერ-უილიამსი (15+9 პასი), სიმსი (11+9 მოხსნა), მაკდანიელსი (10).
ი: უესტი (28+9 მოხსნა), სტაკი (13+9 მოხსნა), ს. ჰილი (12+6 მოხსნა), უოტსონი (10), ჰიბერტი (7+13 მოხსნა).

ტორონტო-ბოსტონი 109:96
19:26, 28:17, 35:22, 27:31
ტ: ლაური (19+7 პასი+3 ჩაჭრა), უილიამსი (19), ჯ. ჯონსონი (15+10 მოხსნა), ა. ჯონსონი (15), ვალანჩუნასი (15+7 მოხსნა+3 დაფარება), პატერსონი (10+9 მოხსნა).
ბ: ოლინიკი (23), ბრედლი (17), სალინჯერი (13+10 მოხსნა), სმარტი (12), ბასი (10+6 მოხსნა).

ჰიუსტონი-იუტა 97:82
23:23, 23:14, 32:20, 19:25
ჰ: ჰარდენი (30+5 პასი), მოტეიუნასი (14+10 მოხსნა+3 ჩაჭრა), არიზა (10+5 ჩაჭრა), ბევერლი (10+7 პასი), სმიტი (10).
ი: კანტერი (16+6 მოხსნა), ბერკი (16), ფეივორსი (15+7 მოხსნა).

მინესოტა-სან ანტონიო 93:108
18:27, 25:31, 21:26, 29:24
მ: ლავინი (19), დიენგი (18+12 მოხსნა+4 დაფარება), უიგინსი (18), უილიამსი (10+6 პასი).
ს-ა: დეი (22+10 მოხსნა), მილზი (19), დანკანი (13+6 მოხსნა), პარკერი (12+5 მოხსნა), ჯოზეფი (12+5 პასი+3 ჩაჭრა), დიაო (11).

პორტლენდი-ორლანდო 103:92
26:13, 20:28, 26:29, 31:22
პ: ოლდრიჯი (25+6 მოხსნა), მეტიუზი (18+8 მოხსნა+4 ჩაჭრა), ლილარდი (16+5 პასი), ლეონარდი (11+6 მოხსნა), კამანი (10).
ო: ვუჩევიჩი (34+16 მოხსნა), ოლადიპო (18+8 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული