NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ბრაიანტი სეზონს ასრულებს?

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი ბოლო დროს სულ უფრო იშვიათად ჩნდება მოედანზე.

ვეტერანმა მცველმა "ლეიკერსის" ბოლო 11 მატჩიდან ექვსი გამოტოვა. ამის შემდეგ ამერიკულ პრესაში დაიწერა, რომ ბრაიანტმა, შესაძლოა, "ყველა ვარსკვლავის მატჩის" შემდეგ ნაადრევად დაასრულოს 2014-15 წლების სეზონი. მოვლენათა ასეთი განვითარება დაადასტურა "ლეიკერსის" მთავარმა მწვრთნელმა ბაირონ სკოტმა.

"გადაწყვეტილების მიღების დრო არ დამდგარა. შესაძლოა, "ყველა ვარსკვლავის მატჩის" შემდეგ განვიხილოთ რაღაც ამგვარი", - განაცხადა კალიფორნიელთა დამრიგებელმა.

მიმდინარე სეზონში კობის სტატისტიკა 23.0 ქულას, 5.6 მოხსნასა და 5.3 შედეგიან პასს შეადგენს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული