ვეტერანმა მცველმა "ლეიკერსის" ბოლო 11 მატჩიდან ექვსი გამოტოვა. ამის შემდეგ ამერიკულ პრესაში დაიწერა, რომ ბრაიანტმა, შესაძლოა, "ყველა ვარსკვლავის მატჩის" შემდეგ ნაადრევად დაასრულოს 2014-15 წლების სეზონი. მოვლენათა ასეთი განვითარება დაადასტურა "ლეიკერსის" მთავარმა მწვრთნელმა ბაირონ სკოტმა.
"გადაწყვეტილების მიღების დრო არ დამდგარა. შესაძლოა, "ყველა ვარსკვლავის მატჩის" შემდეგ განვიხილოთ რაღაც ამგვარი", - განაცხადა კალიფორნიელთა დამრიგებელმა.
მიმდინარე სეზონში კობის სტატისტიკა 23.0 ქულას, 5.6 მოხსნასა და 5.3 შედეგიან პასს შეადგენს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი