NBA. რეგულარული ჩემპიონატი: გიგანტების ჩხუბი ბრუკლინში

AutoSharing Option
AUTO PLAY
პატარა სკანდალით დასრულდა "ბრუკლინსა" და "ჰიუსტონს" შორის გუშინდელი შეხვედრა.

ამ მატჩის პირველი მეოთხედი გუნდების ლიდერების - კევინ გარნეტისა და დუაიტ ჰოვარდის ჩხუბით აღინიშნა. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ბრუკლინელმა მსუბუქად ესროლა ბურთი "სუპერმენს", რასაც ჰოვარდმა ასევე ხელის მსუბუქი შეხებით უპასუხა. გაცოფებულმა გარნეტმა მეტოქეზე გაიწია და მას ყელის არეში თავი ჩაარტყა, დუაიტმა კი ხელით სცადა თავდამსხმელის მოგერიება.

ამასობაში, კალათბურთელების გაშველება სცადეს, თუმცა გარნეტი დიდი ხანი არ წყნარდებოდა და ისევ მიიწევდა ჰოვარდისკენ. საბოლოოდ, "ნეტსის" ვეტერანმა მხოლოდ ოთხი წუთის თამაში მოასწრო და ის მატჩის
ბოლომდე გააძევეს მოედნიდან, ჰოვარდი კი თამაშში დატოვეს, თუმცა ჰიუსტონელმა ჩვეული სტატისტიკა ვერ აჩვენა და 10 ქულამდე ან მოხსნამდეც ვერ ავიდა.

"ეს არ არის მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ მოვიგეთ. წინ კიდევ ბევრი მატჩია და ასეთ გამოხდომებს მხოლოდ მაშინ ვუპასუხებ, როცა ამის დრო მოვა", - ასეთი კომენტარი გაუკეთა გარნეტთან ინციდენტს ჰოვარდმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული