დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერს კობი ბრაიანტს ვადაზე ადრე მოუწევს მიმდინარე სეზონის დასრულება. "ნიუ ორლეანთან" მატჩის შემდეგ NBA-ის ყველა დროის მესამე ბომბარდირს მხარის კუნთის გაწყვეტა დაუდგინეს.
ასე რომ, თუ 36 წლის კალათბურთელი ოპერაციას დათანხმდება, მას 2015-16 წლების სეზონამდე მოედანზე ვერ ვიხილავთ. იმის გათვალისწინებით, რომ "ლეიკერსს" თითქმის არ დარჩა პლეი ოფში მოხვედრის შანსი, ოპერაციის ალბათობა ძალიან დიდია. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ბრაიანტი საშუალოდ 22.3 ქულას, 5.7 მოხსნასა და 5.6 შედეგიან გადაცემას ასრულებდა.
კობიმ საინტერესოდ ახსნა ამ
დაზიანების მიზეზი. მან საკუთარ "ტვიტერზე" დაწერა, რომ ტრავმა გამოწვეულია მისი მხრიდან ხშირი გადაცემებით. ბრაიანტმა ისიც დაამატა, რომ ამ ტრავმის გამო არ აპირებს კარიერის დასრულებას და მომავალ სეზონში აუცილებლად ითამაშებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"