ოთხშაბათს ლეგენდამ ტრავმირებულ მარჯვენა მხარზე ოპერაცია გადაიტანა და ცხრა თვით გამოვიდა მწყობრიდან. როგორც ექიმები ვარაუდობენ, საუკეთესო შემთხვევაში, კობი მოედანზე 2015-16 წლების სეზონის დასაწყისისთვის დაბრუნდება.
უარეს შემთხვევაში... 36 წლის მცველს ურჩევნია, ამაზე არ იფიქროს. ეჭვგარეშეა, რომ "შავი მამბას" წასვლით მსოფლიოს კალათბურთში მთელი ეპოქა დასრულდება, მაგრამ ბრაიანტი შორს არის ამ პათოსისგან. მას მტკიცედ სჯერა, რომ კარიერის დასრულების დრო არ მოსულა. კალათბურთელის ეს პოზიცია "ლეიკერსის" ოფიციალურ რელიზშიც არის გახმოვანებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი