NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის მოთამაშეები - ირვინგი და რენდოლფი

AutoSharing Option
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ კვირის ლაურეატები დაასახელა. აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო გახდა "კლივლენდ კავალიერზის" მცველი კაირი ირვინგი, რომელმაც თავის გუნდს ოთხიდან ოთხი მატჩი მოაგებინა.

ირვინგი ლიგის ლიდერი იყო 31.5 ქულით. მან 51.2 პროცენტის სიზუსტით ისროლა სამქულიანები; ასევე, 3.5 მოხსნა, 5.3 შედეგიანი პასი და 1.75 ჩაჭრა დააგროვა. კაირიმ განსაკუთრებით გამოიჩინა თავი "პორტლენდთან" მატჩში, რომელშიც 19 სამქულიანი ჩააგდო და 55 ქულა დააგროვა, რაც კარიერის რეკორდია.

დასავლეთ კონფერენციის ლაურეატი გახდა "მემფის გრიზლისის" ფორვარდი ზაკ რენდოლფი. ის თავის გუნდს ოთხიდან ოთხი მატჩის მოგებაში დაეხმარა. გასულ კვირას
ფორვარდმა ოთხივე მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა და ასეთი შეხვედრების რიცხვი ზედიზედ 12-მდე აიყვანა.

ირვინგის კვირა
27 იანვარი. დეტროიტი-კლივლენდი 95:103. 38 ქულა, 6 პასი, 3 ჩაჭრა.
28 იანვარი. კლივლენდი-პორტლენდი 99:94. 55 ქულა.
30 იანვარი. კლივლენდი-საკრამენტო 101:90. 21 ქულა, 6 პასი.
31 იანვარი. მინესოტა-კლივლენდი 90:106. 12 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა.

რენდოლფის კვირა
26 იანვარი. მემფისი-ორლანდო 103:94. 24 ქულა, 10 მოხსნა, 6 პასი.
27 იანვარი. დალასი-მემფისი 90:109. 22 ქულა, 10 მოხსნა.
29 იანვარი. მემფისი-დენვერი 99:69. 15 ქულა, 17 მოხსნა.
31 იანვარი. მემფისი-ოკლაჰომა 85:74. 21 ქულა, 19 მოხსნა.

კვირის მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას აცხადებდნენ: პოლ მილსეპი ("ატლანტა"), ბლეიკ გრიფინი ("კლიპერსი"), კრის პოლი ("კლიპერსი"), ჰასან უაიტსაიდი ("მაიამი"), კარმელო ენტონი ("ნიუ იორკი"), ლამარკუს ოლდრიჯი ("პორტლენდი") და ლუ უილიამსი ("ტორონტო").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული