"ორლანდო მეჯიქი" მწვრთნელის გარეშე დარჩა

AutoSharing Option
"ორლანდოს" ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა ჟაკ ვონი.

ამის შესახებ გამოაცხადა გუნდის გენერალურმა მენეჯერმა რობ ჰენიგანმა.

"მეჯიქის" დამრიგებლის რანგში ვონმა ორწელიწადნახევრის განმავლობაში 58 მატჩი მოიგო და 158-ჯერ დამარცხდა.

5 თებერვალს "ორლანდომ" "სან ანტონიო სპურსთან" წააგო.

ეს ამ გუნდის ზედიზედ მეათე და ბოლო 18 მატჩში მე-16 მარცხი იყო.

"მეჯიქის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მთავარ კანდიდატებად სკოტ სკაილზი და მარკ ჯექსონი სახელდებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული