ამის შესახებ გამოაცხადა გუნდის გენერალურმა მენეჯერმა რობ ჰენიგანმა.
"მეჯიქის" დამრიგებლის რანგში ვონმა ორწელიწადნახევრის განმავლობაში 58 მატჩი მოიგო და 158-ჯერ დამარცხდა.
5 თებერვალს "ორლანდომ" "სან ანტონიო სპურსთან" წააგო.
ეს ამ გუნდის ზედიზედ მეათე და ბოლო 18 მატჩში მე-16 მარცხი იყო.
"მეჯიქის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მთავარ კანდიდატებად სკოტ სკაილზი და მარკ ჯექსონი სახელდებიან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"