იმ შემთხვევაში, თუ ის ამ სამუშაოს მიიღებს, კარლი გახდება "კინგზის" მესამე დამრიგებელი მიმდინარე სეზონში.
კალიფორნიულმა კლუბმა ჩემპიონატი მაიკ მელოუნთან ერთად დაიწყო, რომელიც პირველი 24 მატჩის შემდეგ გაათავისუფლეს.
გუნდი მელოუნის თანაშემწემ, ტაილერ კორბინმა ჩაიბარა.
მას შემდეგ "საკრამენტომ" 24 მატჩიდან 18 წააგო და პრაქტიკულად, დაკარგა პლეი ოფში მოხვედრის შანსი.
შეგახსენებთ, რომ კარლი NBA-ს ისტორიაში მეექვსე ადგილზეა მწვრთნელებს შორის, მოგებების რაოდენობით.
ამ დღეებში ასევე გაჩნდა ჭორი იმის შესახებ, რომ
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"