NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კანადაში იუბილე ჩაიშალა

AutoSharing Option
გუშინდელი მატჩი "ტორონტოსთან" "სან ანტონიოს" დამრიგებელ გრეგ პოპოვიჩისთვის შეიძლებოდა განსაკუთრებული ყოფილიყო.

66 წლის სპეციალისტმა გუნდი 1996 წელს ჩაიბარა და მას შემდეგ რეგულარულ ჩემპიონატში 999 გამარჯვება მოიპოვა!

მაგრამ კანადურმა კლუბმა გადაავადა ვეტერანი მწვრთნელის იუბილე. "ტორონტომ" ბრწყინვალე დაცვა შესთავაზა მეტოქეს, რის გამოც "სპურსმა" ამ სეზონში ტყორცნების ყველაზე დაბალი პროცენტი დააფიქსირა - 33.3. მიუხედავად ამისა, ტექსასელებს შეეძლოთ წარმატების მიღწევა: სირენამდე 30 წამით ადრე მანუ ჯინობილიმ იოლი ბურთი ვერ ჩააგდო "მინუს ორზე", 26 წამის შემდეგ კი "სან ანტონიოს" ანგარიშის გათანაბრების კიდევ ერთი შესაძლებლობა ჰქონდა,
ამჯერად სამქულიანი ჩამორჩენისას, მაგრამ ტიმ დანკანი გვერდითი ხაზიდან ბურთის შემოტანისას შეცდა.

* * *
ამ მატჩამდე ცოტა ხნით ადრე გაიმართა სეზონის ორი ფავორიტის ბრძოლა - დასავლეთის მეორეადგილოსანი "მემფისი" შინ იღებდა აღმოსავლეთის ლიდერ "ატლანტას". ორივე გუნდი ძალიან ცუდად ისროდა. მაგალითად, "მემფისმა" მეოთხე მეოთხედამდე ვერც ერთი სამქულიანი ვერ ჩააგდო, სამაგიეროდ, ბოლო 12-წუთეულში სამივე შორეული ტყორცნა გამოიყენა.

სირენამდე სამი წუთით ადრე ანგარიში თანაბარი იყო - 86:86, რასაც მასპინძლების 8:2 გაქცევა მოჰყვა და მატჩიც აქ დასრულდა. "ატლანტამ", რომელიც 19-მატჩიანი მოგებათა სერიით იწონებდა თავს, ბოლო ოთხ მატჩში მეორედ წააგო.

* * *
როგორც წესი, ერთი კალათბურთელის მიერ 45 ქულის დაგროვება მისი გუნდის გამარჯვებით სრულდება, მაგრამ გუშინ ჯეიმს ჰარდენის სნაიპერული გმირობა ვერ დაეხმარა "ჰიუსტონს" "პორტლენდის" დამარცხებაში. ამ უკანასკნელმა წინა დღეს ორნიშნა უპირატესობა გაფლანგა "დალასთან" მატჩში და იგივე დაემართა ამჯერადაც, მაგრამ მაინც გამონახა ძალები ბოლოში თამაშის მოსამატებლად.

ბოლო წუთებში "ჰიუსტონი" რამდენჯერმე მიუახლოვდა "პორტლენდს" ოთხი ქულის მანძილზე, მაგრამ სტუმრები ყოველთვის პოულობდნენ პასუხს. როცა ნიკოლა ბატუმმა სამქულიანი ჩააგდო და ანგარიში 103:96 გახადა, სირენამდე წუთნახევრით ადრე ტექსასელმა გულშემატკივრებმა ტრიბუნების დატოვება დაიწყეს.

ოკლაჰომა-კლიპერსი 131:108
28:26, 38:30, 35:19, 30:33
ო: დურანტი (29+6 პასი), უესტბრუკი (19+11 მოხსნა+5 პასი), მაკგერი (19+10 მოხსნა), უეიტერსი (16), ჯექსონი (15+6 პასი), იბაკა (13).
კ: კროუფორდი (21), პოლი (18+6 მოხსნა+13 პასი+3 ჩაჭრა), ჰოიესი (17), ბარნსი (15), უილკოქსი (10), ჯორდანი (8+10 მოხსნა).

კლივლენდი-ლეიკერსი 120:105
32:28, 32:21, 32:30, 24:26
კ: ლავი (32+10 მოხსნა), ირვინგი (28+10 პასი), ჯეიმსი (22+10 მოხსნა+8 პასი), შამპერტი (12+4 ჩაჭრა), ტომპსონი (10+8 მოხსნა), მოზგოვი (8+10 მოხსნა+4 დაფარება).
ლ: კლარკსონი (20+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), დევისი (16+9 მოხსნა), ჯონსონი (15), ელინგტონი (12), ლინი (11).

მემფისი-ატლანტა 94:88
20:16, 22:27, 27:23, 25:22
მ: კონლი (21+6 პასი+3 ჩაჭრა), მ. გასოლი (16+10 მოხსნა), რენდოლფი (11+15 მოხსნა), გრინი (11+6 მოხსნა), კუფოსი (10+7 მოხსნა).
ა: ტიგი (22+6 პასი), ბეიზმორი (14), სკოტი (11), შრედერი (11), კეროლი (10), ჰორფორდი (6+12 მოხსნა).

ორლანდო-ჩიკაგო 97:98
16:32, 29:18, 29:24, 23:24
ო: ოლადიპო (18+6 პასი), ჰარისი (15+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), ვუჩევიჩი (14+7 მოხსნა), ფურნიე (14), ფრაი (12), ე. პეიტონი (10+9 მოხსნა).
ჩ: ბატლერი (27+5 პასი+6 ჩაჭრა), პ. გასოლი (25+15 მოხსნა), ნოა (18+9 მოხსნა), როუზი (10+11 პასი).

ჰიუსტონი-პორტლენდი 98:109
27:26, 21:35, 32:20, 18:28
ჰ: ჰარდენი (45+9 მოხსნა+8 პასი), სმიტი (16), მოტეიუნასი (10+6 მოხსნა).
პ: ოლდრიჯი (24), ლილარდი (23+5 პასი), ლოპესი (14), ლეონარდი (12+6 მოხსნა), მაკალუმი (12).

ტორონტო-სან ანტონიო 87:82
28:25, 17:21, 19:12, 23:24
ტ: ჯონსონი (20), დეროზანი (18+3 ჩაჭრა), ჯონსონი (15+8 მოხსნა), ლაური (12+7 პასი), ვალანჩუნასი (8+16 მოხსნა+4 დაფარება).
ს-ა: დანკანი (12+12 მოხსნა+5 პასი), ბელინელი (12), ლეონარდი (11), სპლიტერი (10+7 მოხსნა), პარკერი (10).

საკრამენტო-ფინიქსი 85:83
26:18, 22:24, 25:17, 12:24
ს: კაზინსი (28+12 მოხსნა), მაკლემორი (13), სეშენსი (10+7 მოხსნა+6 პასი).
ფ: ტომასი (26+5 პასი), დრაგიჩი (13+5 პასი+3 ჩაჭრა), პლამლი (4+12 მოხსნა+4 დაფარება).

შარლოტი-ინდიანა 102:103
32:20, 24:19, 27:36, 19:28
შ: ჯეფერსონი (30+13 მოხსნა), რობერტსი (19+5 პასი), ჰენდერსონი (13+7 მოხსნა+8 პასი), ნილი (11), უილიამსი (10).
ი: უოტსონი (22), სკოლა (15+14 მოხსნა), უესტი (15+6 მოხსნა), სტაკი (15), ჰილი (11).

დეტროიტი-მინესოტა 101:112
24:32, 27:29, 22:20, 28:31
დ: ოგასტინი (20+8 პასი), დრამონდი (17+14 მოხსნა), მონრო (15+9 მოხსნა), კოლდუელ-პოუპი (15+4 ჩაჭრა), ტოლივერი (15).
მ: პეკოვიჩი (29), მარტინი (24+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), უიგინსი (18+8 მოხსნა+5 პასი), ტ. იანგი (16), უილიამსი (11+9 პასი), ლავინი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული