დუაიტ ჰოვარდის დაბრუნება გადაიდო

AutoSharing Option
"ჰიუსტონ როკეტსის" ცენტრის, დუაიტ ჰოვარდის აღდგენითი პროცესი კიდევ ექვსი-რვა კვირით გახანგრძლივდა.

თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ კალათბურთელი ოთხი კვირის შემდეგ შეძლებდა მოედანზე დაბრუნებას.

ექიმების თქმით, მხოლოდ უარეს შემთხვევაში ვერ მოახერხებდა ცენტრი მარტამდე თამაშის განახლებას, მაგრამ ახლა ასეთი სცენარი რეალობად იქცა.

შეგახსენებთ, რომ ჰოვარდი ორივე მუხლზე მკურნალობის კურსს გადის.

მან უკვე გამოტოვა მიმდინარე სეზონში 19 მატჩი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული