თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ კალათბურთელი ოთხი კვირის შემდეგ შეძლებდა მოედანზე დაბრუნებას.
ექიმების თქმით, მხოლოდ უარეს შემთხვევაში ვერ მოახერხებდა ცენტრი მარტამდე თამაშის განახლებას, მაგრამ ახლა ასეთი სცენარი რეალობად იქცა.
შეგახსენებთ, რომ ჰოვარდი ორივე მუხლზე მკურნალობის კურსს გადის.
მან უკვე გამოტოვა მიმდინარე სეზონში 19 მატჩი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"