"ჩემთვის ეს კოლოსალური მიღწევაა და უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ორი დღის წინ, ქულების რაოდენობით ალენ აივერსონის გასწრება. ეს იმიტომ, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია
ასევე ლებრონმა აღნიშნა, რომ პიპენი მისთვის განსაკუთრებული ფიგურა იყო და გუშინდელი მიღწევა ამითაც არის დასაფასებელი:
"ბავშვობაში ვაღმერთებდი მაიკლ ჯორდანს. მაგრამ საკუთარი სათამაშო თვისებების განვითარებისას, ძალიან ხშირად ვუყურებდი სკოტი პიპენს, რადგან ის ჩემთვის იმ ტიპის ვარსკვლავი იყო, როგორიც შეიძლებოდა მე გამოვსულიყავი. ასე რომ, ეს შესანიშნავი გრძნობაა - დაამხო შენი კერპის რეკორდი".
კონფლიქტი დალასში
"ტორონტომ" ზედიზედ მესამე მატჩი წააგო გასვლაზე, როცა "დალასი" მეოთხე მეოთხედში გაექცა. კანადელებს პირველ ტაიმში 13-ქულიანი უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ "მავერიქსის" სათადარიგოებმა ექვს ქულამდე შეამცირეს სხვაობა, თუმცა მესამე მეოთხედის სტარტზე "რეპტორზმა" ისევ დაიწყო წინ გასვლა.მეორე ტაიმში ერთ საინტერესო მომენტს ჰქონდა ადგილი: მეორე ნახევარში ოთხი წუთის თამაშის შემდეგ, გამთამაშებელ რაჟონ რონდოსა და მწვრთნელ რენდი კარლაილს შორის შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი, რის შემდეგაც მცველი სათადარიგოთა სკამზე დასვეს და მას შემდეგ მოედანზე აღარ გამოჩენილა. რაჟონმა ჯამში 18 წუთი ითამაშა, რაც მის საშუალო სათამაშო დროზე 10 წუთით ნაკლები იყო. ის კარგად შეცვალეს ჰარისმა და ბარეამ.
იმავე მეოთხედში "დალასმა" ისევ შეამცირა სხვაობა სამ ქულამდე. ბოლო მეოთხედის პირველ რვა წუთში სტუმრებმა თამაშიდან მხოლოდ სამი ბურთი ჩააგდეს და ტექსასელებისგან 21:8 სპურტი მიიღეს. ბოლო ოთხი წუთში კი "მავერიქსის" რიგებში მხოლოდ ელისმა გამოიჩინა თავი, მაგრამ უკვე აღარც "ტორონტოს" შეტევა მუშაობდა. ასე რომ, "დალასმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და თანდათან ეს გუნდი იმყარებს პოზიციებს დასავლეთში, ოღონდ კონფლიქტი კარლაილსა და რონდოს შორის, ნამდვილად არ იყო დროული, რადგან გუნდს სერიოზული ამბიციები აქვს მომავალ პლეი ოფში.
სხვა მატჩები
- "ოკლაჰომას" ლიდერმა რასელ უესტბრუკმა "ინდიანასთან" გუშინდელ მატჩში მორიგი სამმაგი დუბლი შესრულა - მესამე მიმდინარე სეზონში და მე-11 კარიერაში. გამთამაშებელმა მოედანზე 28 წუთი გაატარა, დააგროვა 20 ქულა, 11 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი. "ოკლაჰომამ" კევინ დურანტის გარეშე ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო, სულ კი საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეშვიდედ გაიმარჯვა.- "გოლდენ სტეიტმა", რომელსაც თავისი ლიდერი სტივენ კარი დაუბრუნდა, "ვაშინგტონი" დაამარცხა იმის მიუხედავად, რომ 16-ით ნაკლები მოხსნა აიღო და მეტოქეს თამაშიდან 53 პროცენტის სიზუსტით ასროლინა. "უიზარდსმა" ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო, "გოლდენ სტეიტმა" კი ბოლო შვიდ შეხვედრაში მეექვსედ გაიმარჯვა.
ვაშინგტონი-გ. სტეიტი 107:114
28:30, 23:24, 32:32, 24:28
ვ: პირსი (25), გორტატი (16+11 მოხსნა), უოლი (16+11 პასი), ტემპლი (10), სერაფინი (10).
გ-ს: კარი (32+8 პასი), ტომპსონი (17+5 ჩაჭრა), სპეიტსი (16), გრინი (13+6 მოხსნა+5 პასი), ჰ. ბარნსი (11), ლი (5+10 მოხსნა).
დეტროიტი-კლივლენდი 93:102
27:30, 35:23, 12:24, 19:25
დ: ჯექსონი (22+8 მოხსნა+9 პასი), კოლდუელ-პოუპი (21), დრამონდი (17+10 მოხსნა), მონრო (12+14 მოხსნა).
კ: ლავი (24+9 მოხსნა), ჯეიმსი (19+7 მოხსნა+11 პასი+3 ჩაჭრა), ირვინგი (18+5 პასი), მოზგოვი (14+6 მოხსნა+4 დაფარება).
ოკლაჰომა-ინდიანა 105:92
30:20, 18:22, 32:27, 25:23
ო: იბაკა (23+10 მოხსნა+3 დაფარება), უესტბრუკი (20+11 მოხსნა+10 პასი), კანტერი (15), უეიტერსი (14), მოროუ (12).
ი: მაილზი (21), ჰილი (13+8 პასი+3 ჩაჭრა), უესტი (11+6 მოხსნა), ს. ჰილი (11), ჰიბერტი (6+10 მოხსნა).
დალასი-ტორონტო 99:92
25:29, 24:26, 25:22, 25:15
დ: ელისი (20+3 ჩაჭრა), ნოვიცკი (18+9 მოხსნა), ჰარისი (14+5 პასი+4 ჩაჭრა), ბარეა (13), რ. ჯეფერსონი (11), ამინუ (9+12 მოხსნა).
ტ: დეროზანი (18), ვასკესი (14), პატერსონი (12+7 მოხსნა), ლაური (11+6 პასი), ვალანჩუნასი (10+9 მოხსნა), უილიამსი (10).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"