NBA. რეგულარული ჩემპიონატი. მოგება მინუს 26-ის შემდეგ

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტმა" ძალების დაზოგვით სცადა "ბოსტონის" დამარცხება და კინაღამ დაისაჯა ამის გამო - ლიდერმა "კელტებს" 26 ქულით დაწინაურების საშუალება მისცა (56:30).

მატჩის დარჩენილი ნაწილი "მეომრების" დევნად გადაიქცა და სირენამდე სამწუთნახევრით ადრე, პირველად საწყისი მეოთხედის შემდეგ წინ გავიდნენ, მაგრამ "ბოსტონი" არ დანებდა და ბოლო წამამდე იბრძოლა. თუმცა მასპინძლები დააღალატა სამქულიანების არაზუსტმა შესრულებამ. ასე რომ, "გოლდენ სტეიტმა" "მინუს 26"-დან მოიგო მატჩი. ეს მეოთხე შემთხვევაა, როცა კალიფორნიელებმა მინიმუმ 15-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ შეძლეს გამარჯვება.

* * *
წელს ყველაზე მეტად ტრავმებისგან "ოკლაჰომა-სიტი" დაზარალდა. გუნდს
ბევრი მატჩის ჩატარება მოუწია თავისი ლიდერების - კევინ დურანტისა და რასელ უესტბრუკის გარეშე. ასე იყო გუშინაც აუტსაიდერ "ლეიკერსის" წინააღმდეგ, მაგრამ კალიფორნიელებმა ეს ხელსაყრელი ფაქტორი ვერ გამოიყენეს.

"თანდერმა" გამოცდა შესანიშნავად ჩააბარა - მთელი მატჩი ისე ჩაატარა, რომ მეტოქეს წინ გასვლის საშუალება არ მისცა. ყველაზე დიდი ზარალი "ლეიკერსს" "ოკლაჰომას" ცენტრებმა მიაყენეს - სერჟ იბაკამ და ახალწვეულმა ენეს კარტერმა. მათი ჯამური მონაგარია - 34 ქულა, 29 მოხსნა და 7 პასი.

* * *
საოცარია, მაგრამ თებერვალში მოგება-წაგების საუკეთესო ბალანსი "ინდიანა პეისერსმა" დააფიქსირა. ეს ის გუნდია, რომელიც ყველამ მიივიწყა პოლ ჯორჯის ტრავმის შემდეგ.

არადა, ეს გუნდი აშკარად პროგრესირებს. გუშინ მას "ფილადელფიასთან" 17:3 საფინიშო სპურტი ჰქონდა და მორიგი გამარჯვების შემდეგ ფრენკ ფოგელის შეგირდები აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზე გადავიდნენ. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი კარგი ამბავი "პეისერსის" ბანაკიდან. როგორც ირკვევა, ჯორჯი სრულფასოვან საწვრთნელ პროცესს შეუდგა და მარტის შუაში შეეძლება მოედანზე დაბრუნება. ასე რომ, აღმოსავლეთის ლიდერებისთვის პლეი ოფში "ინდიანა" არასასურველი მეტოქე უნდა იყოს.

ჩიკაგო-კლიპერსი 86:96
18:26, 23:17, 28:26, 17:27
ჩ: მიროტიჩი (29), ა. ბრუქსი (14).
კ: პოლი (28+12 პასი), ჯამ. კროუფორდი (16), ჰოიესი (14).

ბოსტონი-გ. სტეიტი 101:106
38:25, 27:24, 21:26, 15:31
ბ: ა. ტომასი (20), ტ. ზელერი (17), ბასი (15+12 მოხსნა), ბრედლი (12), ე. ტერნერი (10), სმარტი (10).
გ-ს: კარი (37), კ. ტომპსონი (20), ჰ. ბარნსი (17), დ. გრინი (14+11 მოხსნა).

ორლანდო-შარლოტი 83:98
22:28, 20:15, 18:28, 23:27
ო: ოლადიპო (21), ტ. ჰარისი (13), უ. გრინი (11), ნიკოლსონი (11), ვუჩევიჩი (10).
შ: მო უილიამსი (23+11 პასი), ელ ჯეფერსონი (16+10 მოხსნა), ჯ. ჰენდერსონი (16), კ. ზელერი (16), კიდ-გილკრისტი (11+13 მოხსნა).

ინდიანა-ფილადელფია 94:74
27:24, 32:22, 14:18, 21:10
ი: ჯორჯ ჰილი (17), სკოლა (15), ჰიბერტი (14+15 მოხსნა), სტაკი (12).
ფ: კოვინგტონი (12), იშ სმიტი (11), ნოელი (10+12 მოხსნა), ჯ. რიჩარდსონი (10).

საკრამენტო-პორტლენდი 99:110
23:34, 27:30, 25:21, 24:25
ს: გეი (24), დერ. უილიამსი (18), ა. მილერი (12+10 პასი), მაკალუმი (12), მაკლემორი (12).
პ: ლილარდი (31), ოლდრიჯი (26+15 მოხსნა), მეტიუზი (17), რ. ლოპესი (15).

ლეიკერსი-ოკლაჰომა 101:108
19:28, 29:28, 24:28, 29:24
ლ: ლინი (20), ჯორდან ჰილი (14+12 მოხსნა), კლარკსონი (12), ელინგტონი (12), კელი (11).
ო: იბაკა (18+14 მოხსნა), ოგასტინი (18), კანტერი (16+15 მოხსნა), ლემბი (14), ნ. კოლისონი (12).

დენვერი-ნიუ ორლეანი 92:99
16:21, 21:16, 28:28, 27:34
დ: გალინარი (21), ფოიე (19), ბარტონი (16+10 მოხსნა), უ. ჩენდლერი (14).
ნ-ო: ტ. ევანსი (22+7 პასი+7 მოხსნა), ე. გორდონი (18), კანინგემი (14), კოული (10), აჟინკა (10).

- "ფილადელფიის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, შეწყვიტოს თანამშრომლობა ცენტრ ჯავალ მაკგისთან და გუშინ გააუქმა კონტრაქტი კალათბურთელთან. შეგახსენებთ, რომ მაკგი "დენვერიდან" "სიქსერზში" დედლაინის წინ გადავიდა.

- "ჩიკაგოს" მცველმა ჯიმი ბატლერმა, შესაძლოა, თავისი გუნდის რამდენიმე შეხვედრა გამოტოვოს ტრავმის გამო. კალათბურთელმა მარცხენა ხელის იდაყვი "კლიპერსის" ცენტრთან, დეანდრე ჯორდანთან შეჯახებისას დაიზიანა. უახლოეს დღეებში ბატლერი დაწვრილებით სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ცნობილი გახდება მისი ტრავმის ხარისხი.

- "შარლოტის" ლიდერი კემბა უოკერი, რომელმაც იანვრის ბოლოს ტრავმირებულ მუხლზე ოპერაცია გადაიტანა, სირბილისა და ტყორცნების ვარჯიშებს შეუდგა. გამთამაშებელი ამ დღეებში ექიმებს შეხვდება და კიდევ ერთ შემოწმებას გაივლის. მისი დაბრუნება მოედანზე მომავალ კვირას იგეგმება.

- "კლივლენდის" ერთ-ერთი ლიდერი კაირი ირვინგი, რომელმაც რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ორი მატჩი მხრის ტრავმის გამო გამოტოვა, მზად არის მოედანზე დასაბრუნებლად "ბოსტონთან" უახლოეს შეხვედრაში. შეგახსენებთ, რომ გამთამაშებელმა ტრავმა "გოლდენ სტეიტთან" მატჩის დროს მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული