NBA. რეგულარული ჩემპიონატი: თებერვლის საუკეთესოები

AutoSharing Option
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ თებერვლის შედეგები შეაჯამა და თვის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.

აღმოსავლეთ კონფერენციის ლაურეატი გახდა "კლივლენდ კავალიერზის" ლიდერი ლებრონ ჯეიმსი. მან თებერვალში საშუალოდ 24.4 ქულა, 7.3 შედეგიანი პასი და 6.0 მოხსნა მიითვალა. ეს "კლივლენდს" ათიდან რვა მატჩის მოგებაში დაეხმარა.

დასავლეთში საუკეთესოდ აღიარეს რასელ უესტბრუკი. თებერვალში მას სულ ცოტა დააკლდა იმისთვის, რომ საშუალო სამმაგი დუბლი შეესრულებინა. "ოკლაჰომა-სიტის" მცველის მონაგარი 31.2 ქულას, 10.3 შედეგიან პასსა და 9.1 მოხსნას უდრის. "ოკლაჰომამ" გასულ თვეში ცხრა მატჩი მოიგო და სამჯერ დამარცხდა.

უესტბრუკის ერთ-ერთი მიღწევა ის
იყო, რომ პირველი კალათბურთელი გახდა 1988-89 წლების სეზონის შემდეგ, ვინც ზედიზედ ექვს მატჩში დააგროვა მინიმუმ 20 ქულა, 10 პასი და 5 მოხსნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მარტის საუკეთესოები ისე ესენი იქნებიან თვის დასაწყისია და უკვე საოცარი შედეგები დადეს
bneli
11:12 06-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული