NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის მოთამაშეები

AutoSharing Option
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ კვირის ლაურეატები დაასახელა. აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო გახდა "მაიამი ჰიტის" მცველი დუეინ უეიდი, რომელმაც თავის გუნდს ოთხიდან სამი მატჩი მოაგებინა.

უეიდმა საშუალოდ 24.5 ქულა (მეორე შედეგი კონფერენციაში), 4.0 შედეგიანი პასი და 2.25 ჩაჭრა დააგროვა. დუეინმა გასულ კვირას თამაშიდან 53.2 პროცენტის სიზუსტით ისროლა.

დასავლეთ კონფერენციის ლაურეატი გახდა "ლოს ანჯელეს კლიპერსის" მცველი კრის პოლი. ის თავის გუნდს ოთხიდან ოთხი მატჩის მოგებაში დაეხმარა და საშუალოდ 26.0 ქულა და 11.3 შედეგიანი პასი მიითვალა.

უეიდის კვირა
16 მარტი. მაიამი-კლივლენდი 106:92. 32 ქულა, 5
ჩაჭრა.
18 მარტი. მაიამი-პორტლენდი 108:104. 32 ქულა, 6 პასი, 4 მოხსნა.
20 მარტი. მაიამი-ორლანდო 108:91. 22 ქულა, 4 პასი.

პოლის კვირა
18 მარტი. საკრამენტო-კლიპერსი 105:116. 30 ქულა, 11 პასი.
20 მარტი. კლიპერსი-ვაშინგტონი 113:99. 30 ქულა, 6 მოხსნა, 15 პასი.
22 მარტი. კლიპერსი-ნიუ ორლეანი 107:100. 23 ქულა, 7 მოხსნა, 11 პასი, 4 ჩაჭრა.

კვირის მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას აცხადებდნენ: ლებრონ ჯეიმსი ("კლივლენდი"), რეჯი ჯექსონი ("დეტროიტი"), ჯეიმს ჰარდენი ("ჰიუსტონი"), ბლეიკ გრიფინი ("კლიპერსი"), დეანდრე ჯორდანი ("კლიპერსი"), რასელ უესტბრუკი ("ოკლაჰომა"), ელფრიდ პეიტონი ("ორლანდო"), ერიკ ბლედსოუ ("ფინიქსი"), პი ჯეი ტაკერი ("ფინიქსი"), ლამარკუს ოლდრიჯი ("პორტლენდი"), კავაი ლეონარდი ("ნიუ იორკი") და დემარ დეროზანი ("ტორონტო").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული