გუშინ, გრეგ პოპოვიჩის შეგირდები "მაიამის" ხვდებოდნენ. ისევე, როგორც შარშანდელ ფინალურ სერიაში, ახლაც "სპურსის" რიგებში საუკეთესო იყო კავაი ლეონარდი - მის ანგარიშზე 22 ქულა, 9 მოხსნა და 4 ჩაჭრა მოდის. თან ლეონარდმა შეძლო დუეინ უეიდის განეიტრალება: "მაიამის" ლიდერმა 20-დან 14 ტყორცნა
"სან ანტონიომ" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, თან ამ მატჩებში 85 ქულაზე ნაკლებს უშვებდა. ჩემპიონს მეხუთე ადგილამდე ერთი მოგება აკლია. "სპურსის" მომავალი მეტოქეებისთვის ერთგვარი შვება უნდა იყოს ის, რომ 2011 წლის პლეი ოფიდან მოყოლებული, პოპოვიჩის გუნდმა მხოლოდ ერთხელ მოიგო სერია, როცა საკუთარი მოედნის უპირატესობა არ გააჩნდა.
* * *
"სან ანტონიოსგან" განსხვავებით, მარტი ჩააგდო "ატლანტამ" - 16 მატჩში მხოლოდ 9 მოგება. ეს არ ჰგავს იმ გუნდის მაჩვენებელებს, რომელმაც იანვარში ყველა შეხვედრა მოიგო. თუმცა მაიკ ბუდენჰოლცერის შეგირდებმა უკვე გაინაღდეს აღმოსავლეთში ჩემპიონობა და შეუძლიათ თავს მცირე მოდუნების უფლება მისცენ.
მეორეს მხრივ, "ჰოქსს" შეეძლო "გოლდენ სტეიტთან" რეგულარულში ჩემპიონობისთვის ბრძოლა, მაგრამ ბოლო შვიდ მატჩში ოთხმა წაგებამ ხაზი გადაუსვა ამგვარ პერსპექტივას.
სამაგიეროდ, "გოლდენ სტეიტი" არ აპირებს გაჩერებას და ისეთ შეხვედრებშიც ბოლომდე იბრძვის, რომელშიც წაგება თითქოს გარანტირებულია. როგორ შეიძლება იფიქრო მოგებაზე მაშინ, როცა "კლიპერსის" ლიდერმა ბლეიკ გრიფინმა 40 ქულა დააგროვა, კრის პოლმა კი 27 ქულა და 9 შედეგიანი პასი მიითვალა. თან გასათვალისწინებელი იყო ის, რომ ლოს ანჯელესში ამ გუნდების ბოლო რვა შეხვედრიდან ოკლენდელებმა მხოლოდ ერთი მოიგეს.
"გოლდენ სტეიტი" გუშინაც უიმედოდ აგებდა, მაგრამ ისევ კარგად იმუშავა სტივენ კარისა და კლეი ტომპსონის გენიალურმა დუეტმა. მაგალითად, ტომპსონმა მეორე ტაიმში 22 ქულა ჩააგდო, ორივემ კი მატჩის ბოლოს უშეცდომოდ ისროლეს საჯარიმოები.
ბრუკლინი-ინდიანა 111:106
33:15, 24:39, 27:25, 27:27
ბ: ლოპესი (24+11 მოხსნა), ჯონსონი (21+6 მოხსნა), ანდერსონი (20), ჯეკი (13), უილიამსი (11+8 პასი+6 მოხსნა), ბრაუნი (10+5 მოხსნა).
ი: ჯ. ჰილი (28+6 მოხსნა), უესტი (14+6 მოხსნა+6 პასი), სკოლა (13+9 მოხსნა), უოტსონი (13+6 მოხსნა+6 პასი), რუდეზი (12).
დეტროიტი-ატლანტა 105:95
33:28, 19:22, 24:22, 29:23
დ: დრამონდი (22+13 მოხსნა), კოლდუელ-პოუპი (18), ლუკასი (15), ტოლივერი (13+10 მოხსნა), ჯექსონი (12+11 პასი).
ა: სეფოლოშა (19+5 მოხსნა), ჰორფორდი (16+5 მოხსნა), მაკი (12+5 პასი), კორვერი (11), კეროლი (10), მუსკალა (6+13 მოხსნა).
მაიამი-სან ანტონიო 81:95
20:19, 22:28, 18:24, 21:24
მ: დრაგიჩი (19), უეიდი (15+5 მოხსნა), უაიტსაიდი (10+6 მოხსნა), ჩელმერსი (10), ანდერსენი (4+10 მოხსნა).
ს-ა: ლეონარდი (22+9 მოხსნა+4 ჩაჭრა), პაკერი (16+5 პასი), დანკანი (12+11 მოხსნა+3 დაფარება), დიაო (11).
კლიპერსი-გ. სტეიტი 106:110
30:18, 23:28, 35:36, 18:28
კ: გრიფინი (40+12 მოხსნა+5 პასი+3 დაფარება), პოლი (27+9 პასი), რედიკი (14), ჯორდანი (5+15 მოხსნა).
გ-ს: კარი (27), ტომპსონი (25+8 მოხსნა), ლი (17+7 მოხსნა), სპეიტსი (13).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"