- "ატლანტას" გამთამაშებელმა დენის შრიოდერმა ორი დღის წინ, "მილუოკისთან" მატჩში ფეხის თითი დაიზიანა და გაურკვეველი ვადით გამოაკლდა თავის გუნდს. გერმანელი კალათბურთელის დაბრუნების ზუსტი თარიღი უახლოეს დროში გახდება ცნობილი.
- "სან ანტონიოს" გამთამაშებლისთვის ტონი პარკერისთვის "მაიამისთან" გუშინდელი მატჩი მე-1000 იყო ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში. აქედან 718 შეხვედრაში ფრანგმა გამარჯვება მოიპოვა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ლიგის იმ მოთამაშეებს შორის, რომლებმაც
აქამდე "სპურსის" ისტორიაში ერთადერთმა კალათბურთელმა ითამაშა ლიგაში ათასი მატჩი - ტიმ დანკანმა, რომლის ანგარიშზე ახლა 1323 მატჩი მოდის.
- "კლიპერსთან" მატჩში ოთხი სამქულიანის ჩაგდების შემდეგ "გოლდენ სტეიტის" გამთამაშებელმა სტივენ კარიმ მიმდინარე სეზონში ზუსტი შორეული ტყორცნების რაოდენობა 251-მდე აიყვანა. ასე რომ, კარიმ კარიერაში მესამე გადალახა ეს ზღვარი - 250 სამქულიანი სეზონში. სულ სტივენს 1156 შორეული ტყორცნა აქვს დაგროვებული, რაც ყველა დროის სიაში 53-ე ადგილს ნიშნავს.
- "ბრუკლინის" გამთამაშებელმა დერონ უილიამსმა "ინდიანასთან" მატჩში რვა შედეგიანი პასი შეასრულა და კარიერაში ჯამური მონაგარი 6007 გადაცემამდე აიყვანა. ის გახდა ლიგის ისტორიაში 33-ე კალათბურთელი, ვინც კარიერაში 6 ათასი შედეგიანი პასი მიითვალა.
შესაბამის ცხრილში დერონის ზემოთ ყველაზე ახლოს ბაირონ დევისია 6025 პასით, ხოლო მოქმედ კალათბურთელებს შორის ბრუკლინელს უსწრებენ: კობი ბრაიანტი (6122), ლებრონ ჯეიმსი (6256), კრის პოლი (6861) და ანდრე მილერი (8403).
- "ბრუკლინის" კიდევ ერთმა კალათბურთელმა ჯო ჯონსონმა "ინდიანას" წინააღმდეგ სამი სამქულიანი გამოიყენა და ახლა, კარიერაში 1702 ზუსტი შორეული ტყორცნა აქვს შესრულებული. ჯონსონი მე-13 მოთამაშეა ისტორიაში, ვინც 1700 სამქულიანი ჩააგდო.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე მატჩის წინ ეს ზღვარი გადალახა "ატლანტას" მცველმა კაილ კორვერმა, რომელსაც ახლა 1710 ზუსტი სამქულიანი აქვს. ამ შედეგთან ახლოს არის "ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი - ის 1694 სამქულიანზეა გაჩერებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"