10:15 16-01-2016
ზაზა ფაჩულიას "ჩიკაგოსთან" ორმაგ დუბლამდე ქულა დააკლდა [VIDEO]
AutoSharing Option
ტეხასური გუნდის ქართველმა ცენტრმა ორმაგი დუბლის ზღვარს უწია და სავარაუდოდ მეტსაც მოიხვეჭდა, მატჩის დასრულებამდე 1:40 წუთით ადრე პერსონალურების ლიმიტის გამო მოედანი რომ არ დაეტოვებინა. იმ მომენტისთვის დალასელები 79:75 იგებდნენ და საქმე გამარჯვებამდე წარმატებით მიიყვანეს - 83:77.
ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 34 წუთი გაატარა. ზაზამ 10-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 9 ქულასთან ერთად ქართველმა ცენტრმა 10 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ზაზას 4 პასი მეორე შედეგი იყო "დალასში".
ზაზასთან ერთად გამორჩეულად სასარგებლონი იყვნენ დირკ ნოვიცკი (21 ქულა, 7 მოხსნა) და დერონ უილიამსი (18 ქულა, 6 პასი). ჩიკაგოელთაგან 17 ქულით და 8 მოხსნით პაუ გასოლი გამოირჩა, 18 ქულა მიითვალა დერიკ როუზმა.
NBA-ს რეგულარულ ჩემიონატში ჩატარებულ 41 შეხვედრაში "მავერიკსს" 23 მოგება და 18 მარცხი აქვს და ამ შედეგით დასავლეთ კონფერენციაში მეხუთეა.
დალასელებს მორიგ მატჩში რთული გამოცდა ელით. ფაჩულიას გუნდი 18 იანვარს სან ანტონიოში სრულიად ლიგაში მეორე შედეგის მქონე "სფურსს" შეხვდება.
მომზადებულია nba.com-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
10-დან4 ორქულიანჩააგდო, გადი ნბა
0
0
შენც არ იმსახურებ კომენტარის დაწერას მაგრამ უფლება მოგეცა ხომ ხედავ
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული