ESPN-ის ინფორმაციით, წინა სათამაშო დღე, როცა სამმა კალათბურთელმა შეასრულა სამმაგი დუბლი, 2003 წლის 28 თებერვალს იყო. მაშინ თავი გამოიჩინეს "ჰიუსტონის" ამჟამინდელმა კალათბურთელმა ჯეისონ ტერიმ, ლეთრელ სპრიუელმა და რეი ალენმა, რომლებმაც დაასრულეს კარიერა.
დემარკუს კაზინსმა "ჰიუსტონთან" მატჩში 24 ქულას, 21 მოხსნასა და 10 შედეგიან
ამ სტატისტიკურ მაჩვენებლებს კაზინსმა ექვსი დაფარება დაუმატა, რითაც მეორე კალათბურთელი გახდა ლიგის ისტორიაში, ვინც მინიმუმ 20 ქულით, 20 მოხსნითა და 10 პასით შეასრულა ტრიპლ-დაბლი და თან მინიმუმ ხუთი ტყორცნა დაბლოკა. მანამდე ასეთი რამ ლეგენდარულმა ქარიმ აბდულ-ჯაბარმა შეძლო.
კაზინსის ასეთი თამაშის მიუხედავად, "საკრამენტო" დამარცხდა "ჰიუსტონთან". აღსანიშნავია ერთი საინტერესო მომენტი - "კინგზმა" წელს წააგო სამივე შეხვედრა, როცა კაზინსი მინიმუმ 20 ქულასა და 20 მოხსნას აგროვებდა.
* * *
რასელ უესტბრუკმა "დალასის" წინააღმდეგ 31 ქულა, 11 შედეგიანი პასი და 11 მოხსნა დააგროვა და ამ სეზონში მეათე სამმაგი დუბლი მიითვალა.
გარდა ამისა, "ოკლაჰომას" ლიდერმა "მავერიქსის" ფარისკენ 11 სამქულიანი ისროლა, რაც მისი პირადი რეკორდი გახლავთ. თუმცა ამ 11 სროლიდან მხოლოდ ორი აღმოჩნდა ზუსტი.
აქვე დავამატებთ, რომ "დალასთან" წაგებულ მატჩში "ოკლაჰომამ" 131 ქულა დააგროვა და აქედან 93 ქულა სამ კალათბურთელზე მოდის - ენტონი მოროუს ანგარიშზე 32 ქულაა, რასელ უესტბრუკზე - 31 ქულა და ენეს კარტერზე - 30.
შესაბამისად, "ოკლაჰომა" გახდა პირველი გუნდი 2012 წლის მარტის შემდეგ, რომლის რიგებში ერთ მატჩში ერთბაშად სამმა კალათბურთელმა დააგროვა მინიმუმ 30 ქულა. მაშინაც ეს ოკლაჰომელმა კალათბურთელებმა შეძლეს - უესტბრუკმა, კევინ დურანტმა და ჯეიმს ჰარდენმა.
* * *
"ბოსტონის" მცველი ევან ტერნერი საუკეთესო სეზონს თამაშობს კარიერაში. მან თავისი ყოფილი კლუბის, "ინდიანას" წინააღმდეგ 13 ქულა, 12 პასი და 11 მოხსნა მიითვალა და ეს მისი მესამე სამმაგი დუბლია ამ რეგულარულში და მთლიანად კარიერაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"